მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა

„360 გრადუსი“ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენის შეფასებით, მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა, რასაც სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს. ნინო ლომჯარია ბავშვთა მიმართ პრობლემებზე საუბრისას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახის, მასწავლებლებისა და თავად მოზარდების პასუხისმგებლობაზე და მათი ცნობიერების ამაღლების მნიშვნეობაზე აკეთებს აქცენტს.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის ძალიან მრავალი ფაქტი გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს არის სფერო, რომელიც დაფარული პრობლემაა. პირველ რიგში ხდება ბავშვთა უფლებების უგულვებელყოფა და არამარტო ზრდასრულების მიერ. ძალიან გახშირებულია ძალადობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც ოჯახში, ისე სასწავლებლებში. სახალხო დამცველს ჰქონდა ანგარიში, რამაც საგანგაშო შედეგები დადო და აღმოჩნდა, რომ თუნდაც იგივე სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია, რომელსაც ბუნებრივად და ნორმად მიიჩნევს მასწავლებელთა დიდი ნაწილი და ბავშვებისთვისაც თითქოს მისაღებია.

საგანგაშოდ მაღალია სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის და თუნდაც ბულინგთან ბრძოლაში. მასწავლებლები არ არიან მზად, იდენტიფიცირება მოახდინონ, თუნდაც სკოლაში შევიწრობების ფაქტების. ფაქტობრივად არ გვაქვს მსხვერპლი ბავშვის დახმარების სისტემა და მაგალითად ქვეყანაში არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი. სულ 11 ფსიქოლოგია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რაც პრობლმას ადასტურებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.