სოუსი ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოუსი ბავშვის მენიუში

- რა ინგრედიენტებზე უნდა ვთქვათ უარი ბავშვისთვის სოუსის მომზადებისას?

- ბავშვისთვის სოუსი განსხვავებულად მზადდება. ის, რაც აუცილებელია მოზრდილებისთვის ტრადიციული სოუსის მოსამზადებლად - ხორცის ბულიონი, უმი კვერცხის გული და ცხარე სანელებლები, დაუშვებელია პატარებისთვის. ამიტომ ისინი უფრო მსუბუქი და თან გემრიელი ინგრედიენტებით უნდა შეიცვალოს.

- როგორი სოუსები არსებობს?

- არსებობს ნაირფერი სოუსები - მომზადებული რძეზე ან ნაღების კარაქზე, ბულიონზე ან არაჟანზე, ფქვილით ან პომიდვრის პასტით, ტკბილი ან მომჟავო, ხორციანი ან თევზის კერძებისთვის, მაკარონისთვის.

სოუსთან ერთად ყველა კერძი უფრო წვნიანი ხდება და განუმეორებელ გემოს იძენს.

სოუსი ერთნაირი პროდუქტისგან მომზადებულ კერძს გემოსაც უცვლის და შესახედაობასაც.

ბავშვის სოუსისთვის სანელებლებიდან შეიძლება გამოიყენოთ - დაფნის ფოთოლი, ოხრახუში, კამა, ნიახური, პიტნა, ტარხუნა, კოწახური, ლიმონის წვენი, მწვანე ხახვი, ახალი მწვანე ნიორი.

სოუსები შეიძლება მომზადდეს როგორც ძირითადი კერძისთვის, ასევე დესერტისთვის, ამ შემთხვევაში ის ტკბილი უნდა იყოს და ემატება შაქარი, ვანილი, დარიჩინი.

თუ სოუსი თევზის კერძისთვის მზადდება, შეიძლება დაემატოს ლიმონის წვენი, ხორცისთვის - არაჟანი.

ცხელ რძიან სოუსს სუფრასთან მიტანამდე შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი დაუმატოთ.

სოუსების უმრავლესობაში შედის პურის ფქვილი, ნაღების კარაქი და თხევადი კომპონენტები (ბულიონი, რძე, ნაღები).

- როგორ მზადდება სოუსი ბავშვებისთვის და რა განასხვავებს მას უფროსთათვის განკუთვნილი სოუსისგან?

- სოუსი ბავშვისთვის განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება. ფქვილს სასიამოვნო სუნი და გემო რომ ჰქონდეს, ჯერ უნდა მოიხალოს დაბალ ცეცხლზე ყავისფრად შეფერვამდე. კლასიკური რეცეპტის მიხედვით, ფქვილს ურევენ კარაქს და შემდეგ ასხამენ ბულიონს. ნელ ცეცხლზე მიჰყავთ ადუღებამდე, უმატებენ სანელებლებს გემოვნებით. ბავშვისთვის უმჯობესია, მომზადების შემდეგ დაემატოს სოუსის კარაქი.

სადღეისოდ ბავშვისთვის მომზადებულ სოუსში არ გამოიყენება ბულიონი (ხორცის ნახარში). მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ბოსტნეულის ნახარშით ან რძით.

სოუსი არსებობს თეთრი და წითელი.

თეთრი სოუსისთვის აიღეთ: 100 მლ ბულიონი, 5გ ფქვილი, 3გ კარაქი. ცეცხლზე ხარშეთ 10 წუთი.

წითელი სოუსისთვის დამატებით გამოიყენეთ - გახეხილი სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, პომიდორი ან მისი პასტა. ცეცხლზე დადგით 10-15 წთ.

- რას გვირჩევთ, რომელ კერძს როგორი სოუსი უხდება?

- ბოსტნეულს - რძის ან არაჟნის სოუსი უხდება:

  • თეთრი სოუსი - ქათამს, ინდაურს, კურდღელს;
  • თეთრი სოუსი დაჭრილი კვერცხით - მოხარშულ თევზს;
  • წითელი სოუსი - კატლეტსა და კარტოფილიან კერძს;
  • ტომატი არაჟნით - გუფთას, ხორცს მობრაწული კარტოფილით;
  • ტკბილი რძის სოუსი - ხაჭოს ან ყველიან მობრაწულს, პუდინგს;
  • ხილის ან კენკრის სოუსი - მომჟავო-ტკბილ ბურღულის მობრაწულს, ტკბილ კერძებს.

- როგორ მოვამზადოთ ბავშვისთვის ბეშამელის პოპულარული სოუსი?

- მნიშვნელოვანია, რომ ეს სოუსი იყოს ერთგვაროვანი, ნაზი და ჰაეროვანი.

მომზადების წესი კი ასეთია:

1. შეაერთეთ ცივი ცხელთან. მოხალულ ფქვილს ნელ ცეცხლზე შეურიეთ კარაქი და დაუმატეთ ცივი რძე ან პირიქით, წინასწარ მომზადებულ და გაცივებულ ფქვილსა და კარაქის ნარევს შეურიეთ ცხელი რძე;

2. ფქვილი ცეცხლზე უნდა მოიხალოს არა უმეტეს 7-10 წუთისა;

3. ერთგვაროვანი მასის მისაღებად მოურიეთ სათქვეფით;

4. თუ სოუსი ერთგვაროვანი არ გამოვიდა, გაწურეთ დოლბანდში.

ბეშამელი კარტოფილის, ბოსტნეულის ან ხორცის კრემებისთვის:

  • საჭიროა: 1 ჩაის კოვზი ფქვილი;
  • 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი;
  • 100 მლ რძე, მარილი და შაქარი გემოვნებით.

არომატული ვაშლის სოუსი - პუდინგებისა და ფაფებისთვის:

  • საჭიროა: 100 გ ვაშლი;
  • 50 მლ წყალი;
  • 1 სადილის კოვზი შაქარი;
  • 1/2 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი.

ვაშლი გაასუფთავეთ კანისა და კურკებისგან, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაასხით ცხელი წყალი, ხარშეთ დარბილებამდე; ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ შაქარი. ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით კარტოფილის ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელ ვაშლის ხილფაფას, განუწყვეტელი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე.

ტომატ-არაჟნის სოუსი - ბოსტნეულისა და ხორცის კერძებისთვის:

  • საჭიროა: 50 მლ ბოსტნეულის ნახარში;
  • 50 გ არაჟანი;
  • 50 გ ტომატის პასტა;
  • 5 გ ფქვილი;
  • 5 გ ნაღების კარაქი.

სოუსი 5 წუთით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. მომზადებულს შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

ტკბილი რძიანი სოუსი - ბლინებისა და მობრაწულისთვის:

  • საჭიროა: 50 მლ რძე;
  • 50 მლ წყალი;
  • 5 გ ფქვილი;
  • 5 გ ნაღების კარაქი;
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი;
  • ერთი მწიკვი მარილი, ვანილი.

გაცერით ფქვილი , შეურიეთ კარაქს, დაუმატეთ ცხელი რძე და წყალი. განუწყვეტელი მორევით 5 წთ გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი.

სასარგებლო ბოსტნულის სოუსი - მაკარონის ნაწარმისა და ხორციანი კერძებისთვის:

  • საჭიროა: 100 გ ბროკოლი;
  • 50 მლ ნაღების კარაქი;
  • 1 კბილი ნიორი;
  • ოხრახუში, კამა, მარილი გემოვნებით.

მარილიან წყალში მოხარშეთ ბროკოლი. წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი კარაქთან ერთად ოდნავ მოშუშეთ, დაუმატეთ მოხარშული ბროკოლი, დაუმატეთ ნაღები, გააჩერეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე. გაგრილებული მასა გათქვიფეთ ბლენდერით.

გაამრავალფეროვნეთ სუფრა ნაირ-ნაირი სოუსით და მიირთვით გემრიელად.