შეცდომების გასწორება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეცდომების გასწორება

  • არასდროს შეადაროთ თქვენი შვილი სხვებს, ნუ დაუსახავთ მაგალითად თანატოლს, რომელიც, თქვენი აზრით, მასზე უკეთესია;
  • მშობლებმა ყოველთვის უნდა წაახალისონ შვილების წარმატება და გამუდმებით ნაკლოვანებებზე არ უთითონ;
  • უფროსები ყველაფერს კარგად ამჩნევენ: ბავშვის მოუხერხებელ მოძრაობებს, მცირე უზუსტობებს და ცდილობენ, რთულ სიტუაციაში სიტყვითა თუ საქმით შვილს დაეხმარონ. ასე მაგალითად, პატარა ცდილობს ააწყოს სურათი ე.წ. პაზლებისგან (ფრაგმენტებად დანაწილებული სურათის ერთ მთლიანობად აწყობა), ის შეცდომით იღებს არასაჭირო ფრაგმენტს და ცდილობს მცდარ ადგილას მის ჩასმას. რთულია ამ დროს თავის შეკავება, მშობელს სურს უკარნახოს “მოუხერხებელ” პატარას სწორი გზა. მაგრამ ხშირად ასეთი ჩარევით ბავშვი კარგავს სასურველი საქმიანობის გაგრძელების ხალისს.

რჩევა: შეეცადეთ, დათვალოთ ბავშვის მიმართ დღის განმავლობაში გამოთქმული შენიშვნებისა და საქებარი სიტყვების რაოდენობა. მსგავსი მექანიკური გამოთვლები ძალიან სასარგებლოა!

საზოგადოდ, საჭიროა თუ არა ბავშვისთვის შეცდომების მითითება?

საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილით. 1) არ ღირს ყოველ შეცდომაზე ყურადღების გამახვილება. 2) მისი განხილვა უმჯობესია მოგვიანებით, მშვიდ გარემოში და არა იმ მომენტში, როცა პატარა ძალიან ამაყობს თავისი საქმიანობის შედეგით. შეცდომა კი საქებარი სიტყვების შემდეგ უნდა განიხილოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს თავისი საქმიანობის შემდეგ დადებითი ემოცია და თავდაჯერებულობის განცდა დარჩეს. მხილოდ შედეგით დაინტერესება არ არის საჭირო. თუ ბავშვი თქვენთვის მოსაწონად არ ხატავს, მაგრამ გატაცებული და კონცენტრირებულია ამ საქმიანობით, ნუ გააკრიტიკებთ და ნურაფერს შეუსწორებთ.

ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი არტურ კომპტონი იხსენებს, რომ 8 წლისამ დედას რვეული აჩვენა. ეს იყო “სამეცნიერო ტრაქტატი” ინდური და აფრიკული სპილოების თვისებების შესახებ. დედამ ისეთი სახით მიულოცა პატარას, რომ მომავალ მეცნიერს ეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. მრავალი წლის შემდეგ კი აღნიშნა: დედას თავის დროზე მის ნაშრომზე რომ გაეცინა, იგი სამუდამოდ დაკარგავდა კვლევითი სამუშაოსადმი ინტერესს.

რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს, რომელთაც წარმატებული შვილები სურთ:

  • გიყვარდეთ ბავშვი უპირობო სიყვარულით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის არსებობს და არა იმის გამო, რომ ჭკვიანი, მოხერხებული და დამჯერია;
  • დაეხმარეთ ბავშვის მისწრაფებების სასიკეთო ფინალს;
  • ეცადეთ, დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდეს იმ საქმიანობისადმი, რომელიც მისთვის სასურველად მიგაჩნიათ;
  • ხშირად ეურთიერთეთ პატარას, გაიზიარეთ მისი სიხარული და წუხილი. მისი მეგობრებისა თუ შესაძლო არაკეთილმოსურნეთა შესახებაც ბავშვთან ერთად იმსჯელეთ;
  • სასურველია თავად გახდეთ თავდაჯერებული, კომუნიკაბელური, კეთილგანწყობილი. გაიცანით ახალი ხალხი, ხშირად მოიწვიეთ მეგობრები შვილებთან ერთად;
  • ხშირად შეაქეთ ბავშვი, შეამჩნიეთ მისი წარმატებები;
  • აუცილებლად აღნიშნეთ, თუკი თქვენი შვილი უფრო მოწესრიგებული გახდა ან რაიმე ახალი ისწავლა;
  • გაითვალისწინეთ, ბავშვი არ უნდა შეესწროს მშობლების უსიამოვნებებს, კამათსა და ჩხუბს.
  • გჯეროდეთ თქვენი შვილის წარმატება!