რა უნდა იცოდეთ რძის შესახებ
, თანაც თხელია (წყალ-წყალა); მაღაზიაში ნაყიდი (ანუ ბოთლებში ჩამოსხმული) რძე შეგიძლიათ არ აადუღოთ, ცისტერნებიდან, აგრეთვე ბაზარში ნაყიდი რძე კი დაუყოვნებლივ წამოდუღებას საჭიროებს, ადუღების შემდეგ ის სასწრაფოდ უნდა გააციოთ და ამ სახით შეინახოთ;
- რძის ადუღება სქელძირიან ჭურჭელშია სასურველი (მომინანქრებულ, ცეცხლგამძლე თიხის ან ქაშანურის ჭურჭელში) რომ არ მიიწვას; რძისთვის ცალკე ქვაბი უნდა გქონდეთ გამოყოფილი, რადგან ის ძალზედ ადვილად ითვისებს (შთანთქავს) სხვადასხვა სუნსა და გემოს; რძე რომ არ მიგეწვათ, ქვაბს წინასწარ ცივი წყალი უნდა გამოავლოთ; ახლად წამოდუღებულ რძეს თავსახური უმალ არ უნდა დაახუროთ -უსიამოვნო სუნს იძენს;
- რძე მალფუჭებადი პროდუქტია. თუ ადუღებულ რძეს თავღია ჭურჭელში დატოვებთ, თანაც სითბოს პირობებში, ის ძალზე სწრაფად გაგიფუჭდებათ (აგიმჟავდებათ, მომწარო გემოს შეიძენს). ასეთი რძის დალევა საშიშია;
- თუ მაცივარი არ გაქვთ და რძის რამდენიმე დღის განმავლობაში შენახვა გსურთ, ის დილა-საღამოს უნდა წამოადუღოთ და სანამ არ გაცივდება თავღია მდგომარეობაში დატოვოთ;
- რძის შენახვა ალუმინის ჭურჭელში არ შეიძლება; აღნიშნულ ჭურჭელში წამოდუღების შემდეგ რძე აუცილებლად მინის, მომინანქრებულ ან თიხის ჭურჭელში უნდა გადაასხათ;
- ბოთლები და თერმოსი, რომელშიც რძეს ინახავთ, უმჯობესია გარეცხოთ წყლით, რომელსაც საჭმლის სოდა ექნება შერეული, განსაკუთრებით საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ საცობები;
- რძის დალევა ყლუპ-ყლუპადაა რეკომენდებული, ერთბაშად (ნაკადურად) მისი გადაკვრა, მით უფრო თუ პურს ან ფუნთუშას აყოლებთ, არასასურველია - კუჭში ბრკოლდება და მონელების პროცესს არღვევს;
- რძის სწრაფად ამჟავებისთვის მასში პურის ქერქი მოათავსეთ ან რძეს ცოტაოდენი ძმარი დაამატეთ (შეგიძლიათ ლიმნის წვენიც გამოიყენოთ) და შეათბეთ;
თინათინ გოცაძე