რა უნდა იცოდეთ რძის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდეთ რძის შესახებ

, თანაც თხელია (წყალ-წყალა); მაღაზიაში ნაყიდი (ანუ ბოთლებში ჩამოსხმული) რძე შეგიძლიათ არ აადუღოთ, ცისტერნებიდან, აგრეთვე ბაზარში ნაყიდი რძე კი დაუყოვნებლივ წამოდუღებას საჭიროებს, ადუღების შემდეგ ის სასწრაფოდ უნდა გააციოთ და ამ სახით შეინახოთ;

  • რძის ადუღება სქელძირიან ჭურჭელშია სასურველი (მომინანქრებულ, ცეცხლგამძლე თიხის ან ქაშანურის ჭურჭელში) რომ არ მიიწვას; რძისთვის ცალკე ქვაბი უნდა გქონდეთ გამოყოფილი, რადგან ის ძალზედ ადვილად ითვისებს (შთანთქავს) სხვადასხვა სუნსა და გემოს; რძე რომ არ მიგეწვათ, ქვაბს წინასწარ ცივი წყალი უნდა გამოავლოთ; ახლად წამოდუღებულ რძეს თავსახური უმალ არ უნდა დაახუროთ -უსიამოვნო სუნს იძენს;
  • რძე მალფუჭებადი პროდუქტია. თუ ადუღებულ რძეს თავღია ჭურჭელში დატოვებთ, თანაც სითბოს პირობებში, ის ძალზე სწრაფად გაგიფუჭდებათ (აგიმჟავდებათ, მომწარო გემოს შეიძენს). ასეთი რძის დალევა საშიშია;
  • თუ მაცივარი არ გაქვთ და რძის რამდენიმე დღის განმავლობაში შენახვა გსურთ, ის დილა-საღამოს უნდა წამოადუღოთ და სანამ არ გაცივდება თავღია მდგომარეობაში დატოვოთ;
  • რძის შენახვა ალუმინის ჭურჭელში არ შეიძლება; აღნიშნულ ჭურჭელში წამოდუღების შემდეგ რძე აუცილებლად მინის, მომინანქრებულ ან თიხის ჭურჭელში უნდა გადაასხათ;
  • ბოთლები და თერმოსი, რომელშიც რძეს ინახავთ, უმჯობესია გარეცხოთ წყლით, რომელსაც საჭმლის სოდა ექნება შერეული, განსაკუთრებით საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ საცობები;
  • რძის დალევა ყლუპ-ყლუპადაა რეკომენდებული, ერთბაშად (ნაკადურად) მისი გადაკვრა, მით უფრო თუ პურს ან ფუნთუშას აყოლებთ, არასასურველია - კუჭში ბრკოლდება და მონელების პროცესს არღვევს;
  • რძის სწრაფად ამჟავებისთვის მასში პურის ქერქი მოათავსეთ ან რძეს ცოტაოდენი ძმარი დაამატეთ (შეგიძლიათ ლიმნის წვენიც გამოიყენოთ) და შეათბეთ;

თინათინ გოცაძე