რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
რომელი ხაჭოა უკეთესი ბავშვისთვის
რომელი ხაჭოა უკეთესი ბავშვისთვის
8-9 თვის ბავშვს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ბუთხუზა ჩვილებისთვის დაბალი ცხიმიანობის ხაჭო ჯობს. არსებობს დაბალცხიმიანი, მაგრამ მშრალი და უფრო მაგარი კონსისტენციის ხაჭოც, რომელიც, მიუხედავად დაბალი კალორიულობისა (100 გ-ზე - 86 კკალ), სწრაფად ჰგვრის დანაყრების შეგრძნებას. კალორიულობით 100 გ ასეთი ხაჭო შეესატყვისება ერთ პატარა ნაჭერ (35გ) ქათმის ხორცს.

გასრესილი, უფრო თხელი ხაჭო ადვილად მოსანელებელია, არ აღიზინებს კუჭსა და ნაწლავებს. იგი შეიძლება ჩავრთოთ სამკურნალო დიეტაში გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ მხრივ არაჟნის კონსისტენციის ქარხნული წესით მომზადებული სხვადასხვა ცხიმიანობის (0,2-დან 5,5%-მდე)
ხაჭო.

უცხიმო და ნაკლებადცხიმიანი რძის პროდუქტებიდან კალციუმი უფრო იოლად და სრულფასოვნად აითვისება. 50 გრამ ხაჭოსაც კი შეუძლია დააკმაყოფილოს 1 წლის ბავშვის დღიური მოთხოვნილება კალციუმზე. ნორმალური წონის ბავშვებისთვის მისაღებია 9-11%-იანი ცხიმიანობის ხაჭო, უფრო მეტი ცხიმიანობისა კი ძალიან გამხდარი ბავშვებისთვისაც არ არის დასაშვები.

წლინახევრიდან ბავშვს მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ
მოუმზადოთ ხაჭოს პუდინგი, ნამცხვარი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი, თუმცა ნატურალური ხაჭო მაინც აუცილებელია. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვებისთვის თერმულად დამუშავებული ხაჭოს კერძები ჯობს.


ხაჭოს "ხრაშუნები"
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ,
15-07-2018
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
18-11-2017
ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს. ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს.
02-08-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე პრაქტიკული ექსპერიმენტის საფუძველზე დედის რძეში
კარგი რძე შედარებით მოსქელო და ქათქათა თეთრი ფერისაა, განზავებულს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
ჩვენი მარკეტების დახლებს ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის ნაირსახეობა ამშვენებს, მათ შორისაა ავოკადო. შეიძლება თუ არა ის ბავშვის მენიუში ჩავრთოთ და როგორ?
მკითხველი


რაც მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ავოკადოს, მით მეტად დავაფასებთ ამ ეგზოტიკურ ნაყოფს.

გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ჩვენებურ მსხალს, მაგრამ მსხლისგან განსხვავებული გემო აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის