ხაჭოს "ხრაშუნები" - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ხაჭოს "ხრაშუნები"
ხაჭოს "ხრაშუნები"
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
ამ მეტად სასარგებლო პროდუქტზე უარს ამბობს. წუნია პატარებისთვის გთავაზობთ ხაჭოს გემრიელ ფხვიერ ნამცხვარს, რომელიც ბავშვს შეგიძლიათ წლინახევრიდან მისცეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ნატურალური ხაჭო მაინც აუცილებელია. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვებისთვის კი თერმულად დამუშავებული ხაჭოს კერძები სჯობს. ეს გემრიელი ნამცხვარი უფროსებსაც ძალიან მოეწონებათ:

მასალა

კვერცხი - 1 ცალი (57 გრ)
ხაჭო - 200 გრ
კარაქი ან მარგარინი - 150 გრ
შაქარი - 150
გრ
ფქვილი - 220 გრ
გამაფხვიერებელი - 10 გრ (1 პაკეტი)
შაქრიანი ვანილი - 5 გრ (1 პაკეტი)
მარწყვი - 100 გრ
შაქრის პუდრა - 30 გრ

მომზადება

ხაჭო, კარაქი და კვერცხი გავთქვიფოთ მიქსერით და დავამატოთ ცალკე წინასწარ ერთმანეთში არეული მშრალი ინგრედიენტები. კარგად მოვზილოთ, რომ ერთიან მასად იქცეს, გადავახვიოთ კულინარიულ ცელოფანში და 1-2
საათით მოვათავსოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთები, მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე და თითოეულ „ხრაშუნას" ზემოდან დავადოთ თითო-თითო მარწყვი. გამოვაცხოთ 180 გრ 15-20 წუთის განმავლობაში. უკვე მზა ნაწარმს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. 100 გრ = 309 კკალ. გემრიელად მიირთვით!
თამარ ნეფარიძე


რა საჭიროა ხაჭო
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ყველასათვის ცნობილია, რომ კარიესი უშუალოდ ადამიანის პირის ღრუში ბინადარი ბაქტერიული მიკრობების აქტიურ ცხოველმყოფელობასთან
28-08-2018
მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს,
06-08-2018
აღმოჩნდა, რომ შაქარს შეუძლია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მქონე ადამიანთა დახმარება, მაგალითად, მოხუცებულებისა და შაქრიანი
06-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
ატამი, ისევე როგორც ზოგიერთი ტროპიკული ხილი, ვიტამინების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. 100 გრამი რბილობი
მეცნიერთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე პრაქტიკული ექსპერიმენტის საფუძველზე დედის რძეში
კარგი რძე შედარებით მოსქელო და ქათქათა თეთრი ფერისაა, განზავებულს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს
8-9 თვის ბავშვს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ბუთხუზა ჩვილებისთვის
ჩვენი მარკეტების დახლებს ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის ნაირსახეობა ამშვენებს, მათ შორისაა ავოკადო. შეიძლება თუ არა ის ბავშვის მენიუში ჩავრთოთ და როგორ?
მკითხველი


რაც მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ავოკადოს, მით მეტად დავაფასებთ ამ ეგზოტიკურ ნაყოფს.

გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ჩვენებურ მსხალს, მაგრამ მსხლისგან განსხვავებული გემო აქვს.

31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით