ნესვი - ტკბილი და არომატული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნესვი - ტკბილი და არომატული

- ნესვის სამშობლოდ აფრიკა და ინდოეთი ითვლება. ცნობილია, რომ ის მოჰყავდათ ეგვიპტეში. ჩვენთან ეს ხილი შუა აზიიდან შემოჰქონდათ.

ნესვის ფორმა სხვადასხვაგვარია - მრგვალი და მოგრძო, რაგბის ბურთის ფორმის. განსხვავებულია ფერითაც - შეიძლება იყოს ყვითელი, მწვანე, ყავისფერი ან თეთრი. წონა და ზომა დამოკიდებულია მის ჯიშზე და მერყეობს: წონა 200გ-დან 20კგ-მდე, ზომა კი 45სმ-დან 2მ-მდე.

- რა სასარგებლო თვისებები აქვს მას?

- ნესვი არა მხოლოდ ტკბილი და გემრიელია, არამედ სასარგებლოც. ის ფოლიუმის მჟავას წყაროა. ფოლიუმის მჟავა, მოგეხსენებათ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მუცლადყოფნის პერიოდიდანვე, რადგან მისი ნაკლებობა ანემიის ერთ-ერთი მიზეზია.

ნესვში ბევრია უჯრედისი, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის მოქმედების სტიმულატორადაც.

ბევრია მასში - რკინა (fe), კალიუმი (K), კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), B ჯგუფის ვიტამინები, C და P ვიტამინები.

ნესვი, რომლის რბილობიც ოქროსფერ-ნარინჯისფერია, მდიდარია ბეტა-კაროტინით.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ნესვის ტკბილი გემო და არომატი. მასში შემავალი შაქრები სასარგებლოა. მცირე ოდენობით, 100-200გ დღეში, დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც, რადგან ეს შაქრები არ მოითხოვს ინსულინის მოჭარბებულ გამოყოფას.

- რა ასაკიდან შეიძლება ნესვი ბავშვებისთვის?

- ნესვი ბავშვს შეიძლება ერთი წლის ასაკიდან შესთავაზოთ. რადგან ის ცუდად უთავსდება სხვა პროდუქტებს, ამიტომ ბავშვს ის ცალკე უნდა მისცეთ, მაგალითად, მეორე საუზმის სახით.

იმის გამო, რომ ნესვი დიდი ოდენობით უჯრედისს შეიცავს, ის მძიმე პროდუქტად ითვლება, ამიტომ დაუშვებელია მისთვის წყლის მიყოლება, განსაკუთრებით კი რძის, მაწვნისა და იოგურტის.

- როგორია დღიური ნორმა?

- სამ წლამდე დასაშვებია დღეში 50-100გ ნესვი. ყურადღებით იყავით, არ გამოიწვიოს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება თხიერი მასებით. დღის განმავლობაში შეიძლება ერთი კვების სახით მიეცეს ნესვის რბილობისა და ხაჭოს ნაზავი.

ნესვის ჩირი სავსებით შეცვლის კანფეტს ჩაისთან მისაყოლებლად.

- როგორ მივხვდეთ, მწიფეა თუ არა ნესვი?

- ნესვის სიმწიფის უტყუარი ნიშანი ნაყოფის არომატული სუნია, ის ანანასის, ვანილისა და მსხლის არომატს აერთიანებს.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ნესვი მწიფდება აგვისტოს დასაწყისში. თუკი მანამდე შეგხვდებათ დახლებზე, იცოდეთ, რომ ის ხელოვნურად, ზრდის მასტიმულირებლებითაა დამწიფებული.

გამოყენებამდე ნაყოფი გარეცხეთ გამდინარე, ცივი, სუფთა წყლით, საპნითა და ჯაგრისით. გაჭრის შემდეგ დარჩენილი ნაჭრები მაცივარში შეინახეთ არა უმეტეს 24 საათისა. ამ დროის გასვლის შემდეგ ის სახიფათოა ორგანიზმისთვის.

და კიდევ, ნესვს კანი ისე მოაშორეთ, რომ რბილობზე კანის სიმწვანე არ დარჩეს, რადგან ამ ადგილებში თავს იყრის ნიტრატები. ბავშვს მხოლოდ კანიდან დაახლოებით 3სმ-ის სიღრმეზე არსებული რბილობი მიეცით.

ასე რომ, მთელმა ოჯახმა მიირთვით ტკბილი, გემრიელი, არომატული ბაღჩეული - ნესვი და გაიგრილეთ ზაფხულის ცხელი დღეები.