რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
პალმის და რაფსის ზეთი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - რას გვირჩევს პროფესორი ინგა მამუჩიშვილი
პალმის და რაფსის ზეთი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - რას გვირჩევს პროფესორი ინგა მამუჩიშვილი
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა. სტატიის ამ ნაწილმა მშობლების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ქალბატონი ინგა მამუჩიშვილის ვრცელ კომენტარს პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ბავშვების და არამარტო ბავშვების ორგანიზმზე.

მამუჩიშვილის განაცხადებით, ადამიანის კვებით რაციონში ადრეულ ასაკშივე ჩნდება პალმისა და რაფსის ზეთი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეებს უქმნის მის ჯანმრთელობას. თუმცა ამის შესახებ მოსახლეობაში ცნობადობა ძალიან დაბალია. ცოტამ თუ
იცის, რომ დღეისათვის ასე გახშირებული ყაბზობისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ პალმის და რაფსის ზეთის აქტიური მოხმარებაა.


და მაინც, რა არის პალმის/რაფსის ზეთი და რატომ არის ის ასე მავნე?

ბავშვთა კვების, თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემადგენლობაში მითითებული მცენარეული ზეთი უმეტეს შემთხვევაში სწორედ პალმის
ზეთია. უბრალოდ არ ხდება ინგრედიენტის პირდაპირი იდენტიფიცირება, რომ მომხმარებელმა ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებაზე უარი არ თქვას - აცხადებს პროფესორი ინგა მამუჩიშვილი.

ბავშვთა კვებაში, პროდუქტის თვითღირებულების შემცირების მიზნით, ცხოველური ცხიმების ჩანაცვლება მცენარეული ცხიმებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან შეიმჩნევა. დღეისათვის, ბავშვთა კვების უმეტესობა შეიცავს მხოლოდ მცენარეულ ცხიმებს, მათ შორის ყველაზე იაფფასიან რაფსისა და პალმის ზეთებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენებიან როგორც კვების, ასევე ტექნიკურ მრეწველობაში.
რაფსის ზეთთან დაკავშირებით მსჯელობა უფრო რადიკალურია, თვითონ რაფსი გენური ინჟინერიითაა მიღებული, ანუ უკვე წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. მიიჩნევა, რომ გენური ინჟინერიით მიღებული რაფსის ზეთი შეიცავს დასაშვები რაოდენობის ერუკის მჟავას, თუმცა, მიუხედავად შემცირებული რისკებისა, ბავშვთა კვებაში შემავალ ცხიმოვან კომპონენტებში რაფსის ზეთის შემცველობა მკაცრადაა რეგლამენტირებული და იგი კვებაში შემავალი ცხიმების მხოლოდ მცირე ნაწილს უნდა შეადგენდეს.

mkurnali.ge

რაც შეეხება პალმის ზეთს, პროფესორ მამუჩიშვილის განცხადებით პალმის ზეთის რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი, რაფინირებული და ტექნიკური. წითელი და რაფინირებული პალმის ზეთი ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება, თუმცა მისი წარმოება და გადამუშავება ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ, მწარმოებლები ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით იყენებენ ჩვეულებრივ პალმის ზეთს. აღნიშნული პალმის ზეთი შეიცავს ტრიგლიცერინებს, αპალმიტინის მჟავას ანუ ე.წ. "ცუდ პალმიტატს", ტოკოფეროლს, მცირე რაოდენობით ლინოლენის მჟავას და ოლეინის მჟავას. ლინოლენის მჟავის შემცველობა განსაზღვრავს ზეთის ხარისხს. მაღალი ხარისხის ზეთში ლინოლენის მჟავის შემცველობა 71-75%-ია. 5%-ზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში კი საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული კვებაში. გარდა ამისა, პალმის ზეთი შეიცავს ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს. პალმის ზეთში მათი ზეჟანგური რიცხვი, რომელიც საკვებისთვის გამოიყენება არ უნდა აღემატებოდეს 2-ს. ასეთ შემთხვევაში იგი უსაფრთხოა, ხოლო თუ ზეჟანგური რიცხვი პალმის ზეთში აღემატება 10-ს - უკვე საფრთხის შემცველია და ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების, წიდების და შლაკების სახით ნაწლავში დაგროვებას. ასეთ შემთხვევაში ის ძალიან საშიშია, წარმოადგენს კანცეროგენს და შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.

mkurnali.ge

"დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მწარმოებლები მალე გააცნობიერებენ პალმის ზეთის რეალურ საფრთხეებს და უმოკლეს პერიოდში დაუბრუნდებიან წარმოების პროცესში ნატურალური რძის ცხიმის გამოყენებას პალმის/რაფსის ზეთის ნაცვლად.ამით თავიდან ავირიდებთ იმ გართულებებს, რაც შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობდეს და პათოლოგიური შედეგიც კი მოიტანოს," - ამბობს პროფესორი ინგა მამუჩიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პალმისა და რაფსის ზეთს მხოლოდ ბავშვთა კვება კი არა, ზოგადად, მზა პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი შეიცავს. ის საკვებ პროდუქტებს ემატება, რომ გრძელვადიანი და გაფუებული გახდეს. ასეთი პროდუქტებია შოკოლადი, ნაყინი, მდნარი ყველი, შედედებული რძე, პური, მაკარონის ზოგიერთი სახეობა და სხვა.

წაიკითხეთ ასევე: როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება - რას გვირჩევს პროფესორი ინგა მამუჩიშვილი


"მინდა ვთხოვო ყველა მეწარმეს, რომ ბავშვთა კვებაში პალმის ზეთის გამოყენებამდე დაფიქრდნენ, მისცემდნენ თუ არა ასეთ საკვებს საკუთარ შვილებს. მივმართავ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად აკონონტროლონ ბავშვთა კვება და დაიცვან მომავალი თაობა ისეთი პროდუქტების მიღებისგან, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის," - აცხადებს პროფესორი მამუჩიშვილი.
პალმისა და რაფსის ზეთის მიღებისგან თავის აცილების მიზნით კარგად დააკვირდით კოლოფის ეტიკეტს. მასზე მითითებული უნდა იყოს, რომ არ შეიცავს პალმის/რაფსის ზეთს. წარწერა აუცილებლად კოლოფზე უნდა იყოს დატანილი და არა დაწებებულ ეტიკეტზე, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ შემომტანს შეუძლია.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე პრაქტიკული ექსპერიმენტის საფუძველზე დედის რძეში
კარგი რძე შედარებით მოსქელო და ქათქათა თეთრი ფერისაა, განზავებულს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს
8-9 თვის ბავშვს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ბუთხუზა ჩვილებისთვის
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
ჩვენი მარკეტების დახლებს ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის ნაირსახეობა ამშვენებს, მათ შორისაა ავოკადო. შეიძლება თუ არა ის ბავშვის მენიუში ჩავრთოთ და როგორ?
მკითხველი


რაც მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ავოკადოს, მით მეტად დავაფასებთ ამ ეგზოტიკურ ნაყოფს.

გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ჩვენებურ მსხალს, მაგრამ მსხლისგან განსხვავებული გემო აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის