კვერცხი ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე აუცილებელია
არაალერგიულ ბავშვებს ის ადეული ასაკიდანვე უნდა აჭამოთ, რადგან კვერცხს უდიდესი როლი ენიჭება პატარების ზრდა-განვითარებაში.
6-დან 9 თვის ბავშვებზე ჩატარებული დაკვირვების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პატარები, რომელთა საკვებ რაციონში რეგულარულად იყო კვერცხი ჩართული, 1,5-ჯერ უფრო სწრაფად ვითარდებოდნენ და კვლევის ფარგლებში განსაზღვრული (შესაფასებლად გამოყოფილი) 14 პარამეტრით წინ უსწრებდნენ იმ თანატოლებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით კვერცხს არ აჭმევდნენ.
თინათინ გოცაძე