ფერად-ფერადი ზღარბები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერად-ფერადი ზღარბები

- ფარშისთვის შეიძლება გამოიყენოთ ძროხის, ხბოს, ქათმის, ინდაურის ხორცი. მისგან ბავშვებისთვის ყველაზე მისაღებია გუფთა, ტოლმა, ფარშირებული ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი ან ყაბაყი, პომიდორი.

  • 300გ ძროხის ან ქათმის ხორცი;
  • 1 საშუალო ზომის ხახვი;
  • 100გ ბრინჯი;
  • 1ც კვერცხი;
  • 1ც საშუალო ზომის სტაფილო;
  • 2 სადილის კოვზი რძე.

მარილწყალში მოხარშეთ ბრინჯი, შემდეგ გადაწურეთ. ხორცი და ხახვი გაატარეთ მანქანაში ორჯერ, შეურიეთ ბრინჯი, რძე, უმი კვერცხი. გახეხილი სტაფილო წინასწარ მოშუშეთ ზეთში და ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

ფარში მზადაა. შეგიძლიათ მოამზადოთ ფერადი ზღარბები - მწვანე და ყვითელი ბულგარული წიწაკისგან.

წააჭერით თავი ბულგარულ წიწაკას მწვანე ყუნწიანად და არ გადააგდოთ. გაასუფთავეთ თესლებისგან და ჩადეთ შიგნით ხორცის ფარში, დააფარეთ თავზე წაჭრილი ყუნწიანი ნაწილი. ჩაალაგეთ განიერ ქვაბში, დაასხით გახეხილი პომიდვრისა და წყლის ნარევი იმდენი, რომ მთლიანად დაფაროს წიწაკები. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე 30-40წთ. როცა მოიხარშება და თეფშზე გადმოიღებთ, წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში გარშემო მოუყარეთ. ეს ლამაზი ფერადი კერძი ერთნაირად მისაღებია ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც.

ყაბაყის “ნავები”

საშუალო ზომის ყაბაყი გაჭერით შუაზე, ამოიღეთ შუაგული და მიეცით ნავის ფორმა.

ფარშის მოსამზადებლად საჭიროა:

  • 100გ სულგუნი ან მაგარი იმერული ყველი;
  • 1-2 ცალი სტაფილო, ამდენივე თავი ხახვი;
  • 1 ცალი კვერცხი;
  • 100გ არაჟანი, მარილი გემოვნებით.

ყაბაყის შუაგულები დააქუცმაცეთ წვრილად, შეურიეთ გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი. მოთუშეთ ზეთში. როცა გაგრილდება, შეურიეთ გახეხილი ყველი და უმი კვერცხი. ფარში მზადაა.

ყაბაყის ნავები ამოავსეთ ამ ფარშით, დაალაგეთ ღრმა ტაფაზე, მოასხით ზეთი (დაახლოებით 1 სადილის კოვზი) და შედგით ღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ, მოასხით არაჟანი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში. 5-7 წუთის შემდეგ ნავები მზად იქნება. მიირთვით ოჯახის წევრებთან ერთად.

ფარშირებულ ბოსტნეულს დესერტად მოუხდება ფარშირებული ხილი. ამისთვის გამოიყენეთ ვაშლი, მსხალი, შედარებით მაგარი ჯიშები.

ზუსტად ისევე, როგორც ბულგარული წიწაკები, მოამზადეთ ვაშლისა და მსხლის დესერტი. მოაჭერით თავი ყუნწებიანად და არ გადააგდოთ. ამოაღრმავეთ, გაასუფთავეთ კურკებისა და რბილობისაგან და მიეცით ფიალის ფორმა.

ცალკე მოამზადეთ ფარში. ამისთვის საჭიროა:

  • 1 ჭიქა მარილწყალში მოხარშული ბრინჯი.

გარგარის ჩირი და ქიშმიში შაქართან ერთად მოთუშეთ ზეთში და შეურიეთ ბრინჯს, დაუმატეთ 1 პაკეტი ვანილი.

მიღებული ფარშით ამოავსეთ ვაშლისა და მსხლის ფიალები, დაახურეთ თავზე ყუნწიანი ნაწილები - ქუდები. ჩაალაგეთ სქელძირიან ქვაბში, მოასხით ალუბლის, მაყვლის, ჟოლოს მურაბის წყალში გახსნილი წვენი და დადგით დაბალ ცეცხლზე. საკმარისია 15-20 წუთი და დესერტი მზადაა.

“სენიორ” პომიდორი

ეს მხიარული სახელწოდების კერძი, ალბათ, ჩიპოლინოს ზღაპრის გმირს მოგაგონებთ. ჰოდა, წაუკითხეთ პატარებს ამ მამაცი ხახვის თავგადასავალი და თან მიირთვით ეს კერძი.

მის მოსამზადებლად აიღეთ მაგარი, მრგვალი ფორმის პომიდვრები, ამოაღრმავეთ.

ფარშისთვის - გააკეთეთ კარტოფილის პიურე, შეურიეთ კუბებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.

პომიდორი ამოავსეთ ფარშით, ჩაალაგეთ ღრმა ტაფაში და შედგით ღუმელში, 15-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ. თეფშზე გადმოღებულს დაახეხეთ სულგუნი.

ეს არის ძალზე არომატული, ლამაზი და გემრიელი, თანაც მსუბუქი კერძი.

ასე რომ, თუ თქვენს პატარებს არ უყვართ ხორციანი კერძი, შეგიძლიათ ფარშისთვის სხვადასხვა ვარიანტი გამოიყენოთ ფერადი ბოსტნეულით. პატარობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები ლამაზ გემრიელ კერძებს.