რატომ უკრძალავენ ექიმები 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკოს ჭამას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უკრძალავენ ექიმები 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკოს ჭამას

მოუმწიფებელი (ჩამოუყალიბებელი) საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვნად ფორმირებული ფერმენტული სისტემა, სოკოს ჭამა სერიოზული გამოცდაა. ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია სოკოს მონელება, შესაბამისად, საკვებად ვარგისი ჯიშის სოკოც კი, სათანადოდ, სწორად, ყველა წესის დაცვით მომზადებულიც კი, შეიძლება პატარისთვის მომწამვლელი აღმოჩნდეს. ამგვარად, არ არის საჭირო გარისკვა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა აჭამოთ! უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით. ეს ნიშნავს: მცირე რაოდენობით და რაც მთავარია, სწორად დამუშავებულ-მომზადებული, ასევე, სოკოს ჭამისთანავე სხვა საკვების მიყოლება, მით უფრო მასთან შეუთავსებლის, არ არის რეკომენდებული. ბავშვის ორგანიზმი (კონკრეტულად საჭმლის მომნელბელი სისტემა) ზრდასრულისგან განსხვავებით, შესაძლოა ვერ მოერიოს ძნელად მოსანელებელ საკვებს და სხვადასხვა სახის დისკომფორტი გამოიწვიოს.

სოკოს ჭამა საფრთხილოა ასაკოვნებისთვისაც, რადგან მათ საჭმლის მომნელებელ სისტემასაც ასაკობრივი ცვლილებების გამო საკმაოდ უჭირს სოკოს გადამუშავება-მონელება. სოკო უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, გასტრიტი, ენტეროკოლიტი და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აწუხებს.

თინათინ გოცაძე