რომელი ზეთი გამოვიყენოთ ბავშვთა კვებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ზეთი გამოვიყენოთ ბავშვთა კვებაში

ეს მჟავები აუცილებელია ადამიანის უჯრედებისთვის, რადგან აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გარდა ამისა, მცენარეული ცხიმი E ვიტამინის ძირითადი წყაროა, ეს უკანასკნელი კი მეტად სასარგებლოა პატარებისათვის. მისი წყალობით ბავშვის კანი ელასტიკური და ჯანსაღი ხდება. განსაკუთრებით სასარგებლოა არარაფინირებული ზეთი - ის მდიდარია ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ხელს უწყობს ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების ათვისებას.

ზეთი საუკეთესო ნაღველმდენი საშუალებაა. გარდა ამისა, გამოირჩევა საფაღარათო მოქმედებით და, ამდენად, პირდაპირ ნაჩვენებია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც კუჭის მოქმედება უჭირთ. უმჯობესია, უმთავრესად ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ - ის ნაკლებად ალერგიულია და, რაც მთავარია, სრულად აითვისება, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთისგან განსხვავებით.

ზეთების მოკლე დახასიათება

მზესუმზირას ზეთი - ყველაზე ფართოდაა გავრცელებული და ნებისმიერი ოჯახის სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უხვად შეიცავს E ვიტამინსა და ცხიმოვან მჟავებს (ომეგა-6). ცალკეულ კომპონენტთა შემცველობის გამო ბავშვებში ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

ზეითუნის ზეთი - აითვისება 100%-ით. ერთადერთი ზეთია, რომელსაც სრულფასოვნად და ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისთვის, გულის მუშაობისა და გამომყოფი სისტემის ფუნქციობისთვის. პატარებისთვის რეკომენდებულია ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი.

სელის ზეთი - სელის თესლისგან მიიღება და ომეგა-3 ტიპის ცხიმოვანი მჟავების წყაროა. ამ ზეთს კარგად გამოხატული საფაღარათო მოქმედება აქვს, აძლიერებს იმუნიტეტს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის კანზე. სელის ზეთით რეკომენდებულია სალათების შეზავება. კარგია ფაფებში დამატებაც, ოღონდ აუცილებლად მომზადების შემდეგ.

რჩევები

ბავშვის საკვებად უმჯობესია რაფინირებული ზეთები გამოიყენოთ - ისინი გაწმენდილია თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და საღებავებისგან, შესაბამისად, ჰიპოალერგიულია და, აქედან გამომდინარე, ბავშვის რაციონში 5-6 თვის ასაკიდან შეიძლება ჩართოთ. ზეთი ბავშვისთვის განკუთვნილ კერძს მომზადების შემდეგ უნდა მოასხათ.