პომიდორი - აცტეკების ნობათი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პომიდორი - აცტეკების ნობათი

რითია სასარგებლო

პომიდორი შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ 6 მინერალურ ნივთიერებას:

  • კალიუმს (K) - სასარგებლოა გულის მუშაობისთვის;
  • მაგნიუმს (მგ) - ეხმარება ორგანიზმს ამინდის ცვალებადობასთან ადაპტაციაში;
  • რკინას (Fე) - იცავს ანემიისგან (სისხლნაკლებობისგან);
  • თუთიას (ძნ) - აუცილებელია კანის უჯრედებისთვის;
  • კალციუმს (ჩა) - ამაგრებს ძვლებს, კბილებს;
  • ფოსფორს (P) - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

რატომ უნდა ვაჭამოთ ბავშვს

პომიდორი იოლად ავსებს ბავშვის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მარაგს. განსაკუთრებით ბევრია მასში კაროტინი (პროვიტამინი A). პომიდვრის ერთი ჭიქა ახალგამოწურული წვენი სავსებით აკმაყოფილებს კაროტინზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის მოთხოვნილებას. გარდა ამისა, ის მდიდარია ასკორბინის მჟავათი (ჩ ვიტამინი), ფოლიუმის მჟავათი (B9 ვიტამინი) და B ჯგუფის სხვა ვიტამინებით. ახალგამოწურული პომიდვრის წვენი უფრო მისაღებია პატარასთვის, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს დაჭრილი პომიდვრის ღეჭვა. პომიდორი აძლიერებს მადას, ამიტომ, თუ ბავშვი ცუდად ჭამს, კერძში მისი დამატება სცადეთ. პომიდორი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებას - ლიკოპინს. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის ჟანგვით პროცესებს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნიტეტს.

სიფრთხილე აუცილებელია!

პომიდორი შეიცავს მჟაუნმჟავას, ამიტომ მან, ვისაც დარღვეული აქვს ოქსალატური ცვლა, ზომიერად უნდა მიირთვას. უმჯობესია, ექიმთან შეთანხმებით.

როგორ ავარჩიოთ

ჩვენში უმთავრესად ალისფერი პომიდორია გავრცელებული, მაგრამ არსებობს ვარდისფერი, ყვითელი და იისფერი ჯიშებიც. ყველა ერთნაირად სასარგებლოა. კარგი პომიდორი ხორციანი, გლუვი და საღია, მისი გემო კი შაქრის შემცველობაზეა დამოკიდებული. როგორ მივხვდეთ, ნაყოფი ტკბილია თუ მჟავე? სიმჟავე უმთავრესად თესლში გროვდება, სიტკბო კი - რბილობსა და კანში. თუ პომიდორს შუაზე გაჭრით და დაინახავთ, რომ მასში რბილობი ჭარბობს, ის ტკბილია. უხვთესლიანი ნაყოფი სიტკბოთი თავს ვერ მოიწონებს. უმი პომიდორი მეტ ბალასტურ ნივთიერებას შეიცავს, რაც სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის. თერმული დამუშავება მასში ლიკოპინის შემცველობას ზრდის.

რა მოვამზადოთ

1,5 წლიდან პატარას შეგიძლიათ მოუმზადოთ:

დაჩურთული პომიდორი

საჭიროა:

  • 10 ცალი პომიდორი;
  • 3 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი;
  • 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო;
  • რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, ოხრახუში, ნიახური, კამა;
  • ზეთი;
  • მარილი.

შეარჩიეთ მწვანე ყუნწიანი პომიდვრები, მოაჭერით ზედა ნაწილი, კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ თესლი. მოხარშულ ბრინჯს შეურიეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და ზეთში ჩაშუშეთ. როცა სათანადოდ მოიშუშება, პომიდვრები ამ მასით დაჩურთეთ, ღრმა ტაფაში ჩაალაგეთ და შედგით ღუმელში 15-20 წუთით.

2 წლიდან ბავშვს შეგიძლიათ მოუმზადოთ:

გამაგრილებელი სუპი - გასპაჩო

საჭიროა:

  • 1,5კგ პომიდორი;
  • 300 მლ წყალი;
  • 3 სადილის კოვზი ზეთი;
  • 2 თავი ხახვი;
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 80 გ ზეთისხილი (უმჯობესია მწვანე, უკურკო);
  • 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი;
  • მარილი;
  • რეჰანი.

500 გ პომიდორი დაჭერით და დააბლენდერეთ დაკეპილ ნიორსა და ხახვთან, წყალსა და ზეთთან ერთად. ამ მასას დაამატეთ 1 კგ მსხვილ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, ზეთისხილი, ლიმონის წვენი, ბულგარული წიწაკა და 4 საათით შედგით მაცივარში. თეფშზე ამოღებულს, მოაყარეთ რეჰანი.