რატომ არის მოზარდი ორგანიზმისთვის ხორცი აუცილებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის მოზარდი ორგანიზმისთვის ხორცი აუცილებელი

არა და ხორცი მეტად აუცილებელი პროდუქტია მოზარდი ორგანიზმისთვის. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით იკვებება, ცილების, რკინისა და გარკვეული ვიტამინების დეფიციტს განიცდის. ცილა კი მოზარდი ორგანიზმის ძირითადი და უმთავრესი აგურია. თუ ზრდასრული ადამიანი ცხოველური ცილის დეფიციტს მცენარეულით (ძირითადად პარკოსნებით) ივსებს და ეს საკმაოდ რთულია, ბავშვების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ვერ ხდება და სამწუხაროდ, მოზარდებს ამის საფუძველზე სერიოზული ძვრები და პრობლემები ექმნებათ.

გახსოვდეთ, მოზარდ ორგანიზმს განსაკუთრებით ბევრი ცილა სჭირდება, მაგალითად, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვმა ყოვედღიურად საკვებიდან 4,0-4,5 გრამი ცილა უნდა მიიღოს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. ყველაზე მაღალი ათვისებადობა კი სწორედ ცხოველურ ცილას აქვს (90 %-მდე). თუ ბავშვი ხორცის გარდა კვერცხსა და რძის ნაწარმსაც არ ჭამს, ეს კიდევ უფრო მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე, რადგან გამოდის, რომ ბავშვი პრაქტიკულად სრულად მოკლებულია ცხოველურ ცილას.

მეორე პრობლემა, რომელიც ამ ფონზე ვითარდება - რკინის დეფიციტია. რკინის რეალური წყარო არა ხილი ან კენკრა, არამედ სწორედ ხორცეულია. თევზისა და ხორცის არამოყვარულ ბავშვებს ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ. ისინი ფერმკრთალნი არიან, სისუსტესა და ადვილად დაღლას გრძნობენ.

მესამე პრობლემა, რომელიც ხორცეულზე უარის თქმის შემთხვევაში იჩენს თავს B12 ვიტამინის დეფიციტია. ეს ვიტამინი ნერვული და სისხლმბადი სისტემების ნორმალურ ფუნქციობაზეა პასუხისმგებელი. მცენარეულ პროდუქტებში B12 ვიტამინი პრაქტიკულად არ შედის. და კიდევ, იმისათვის, რომ მოზარდმა ორგანიზმმა კალციუმისა და თუთიის სათანადო რაოდენობა მიიღოს, საკმაოდ დიდი რაოდენობით მცენარეული საკვები უნდა მიირთვას ყოველდღიურად (ეს კი როგორც წესი არ ხდება), რადგან ხილსა და ბოსტნეულში ეს ელემენტები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რეალურად ხორცში.

ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება თქვენი პატარების საკვებ რაციონს. შეეცადეთ შეაყვაროთ მათ ხორცი, კვერცხი, თევზი და რძის ნაწარმი. გახსოვდეთ, ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია!

თინათინ გოცაძე