შესანიშნავი ხუთეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესანიშნავი ხუთეული

- აპრილში, მაისში, ივნისის დასაწყისში ამინდი ხშირად ჭირვეულობს. დილით თუ მზე იცინის, შუადღისას შესაძლოა ქარი ამოვარდეს, საღამოს კი წვიმა წამოვიდეს. ძნელია შინიდან გასვლისას სამოსის შერჩევა. ამიტომ არის, რომ გაზაფხულობით ასე ხშირდება სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციები. გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზი კი მის რისკფაქტორს წარმოადგენს, განსაკუთრებით - ბავშვებისთვის, ვინაიდან მათი ორგანიზმი გაცილებით მეტ ვიტამინს ითხოვს, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბავშვებს მაინცდამაინც არ უყვართ ვიტამინებით მდიდარი საკვები, უხალისოდ მიირთმევენ საოჯახო სუფრაზე არსებულ კერძებს. საბედნიეროდ, ზაფხულში და შემოდგომაზე უხვადაა ტკბილი, არომატული ხილი და კენკრა, რომელსაც პატარები სიამოვნებით შეექცევიან, მაგრამ მხოლოდ ხილითა და კენკრით ფონს ვერ გავალთ, ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულიც.

- რომელი ბოსტნეულია ვიტამინებით ყველაზე მდიდარი?

- ჩ ვიტამინს, იმავე ასკორბინის მჟავას, შეიცავს:

  • წითელი ბულგარული წიწაკა;
  • ბრიუსელის კომბოსტო;
  • ნიორი;
  • ნიახური;
  • ჩინური სალათა.

წითელი ბულგარული წიწაკის მთავარი ღირსებაა ჩ ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის უხვი შემცველობა. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის B1 და PP ვიტამინები და მინერალური ნივთიერებებიც, მათ შორის - კალციუმი და კალიუმი. ჩ ვიტამინის შემცველობით მას ვერც ერთი პროდუქტი ვერ შეედრება. შედარებისთვის: 100 გ წითელი ბულგარული წიწაკა 250 მგ ჩ ვიტამინს შეიცავს, ხოლო შავი მოცხარი - 200 მგ-ს. ბულგარული წიწაკა შეიცავს იშვიათ ვიტამინს - P-ს, რომელიც ხელს უწყობს ჩ ვიტამინის უკეთ ათვისებას. სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციებისადმი გამძლეობისთვის საკმარისია, ბავშვმა დღეში თუნდაც მეოთხედი წიწაკა შეჭამოს.

ბულგარული წიწაკის წვნიანი (10 თვიდან)

დაგჭირდებათ:

  • 1 ლ წიწილის ბულიონი;
  • 200 გ წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 1 ცალი მომცრო სტაფილო;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 2-3 ღერი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში.

გახეხილ სტაფილოს დაასხით ბულიონი, დაამატეთ ნიორი, კონად შეკრული მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში და წამოადუღეთ. როცა სტაფილო მოიხარშება, ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული, ცოტა მარილი, ქვაბს თავზე მჭიდროდ დაახურეთ და ქურიდან გადმოდგით. გააგრილეთ და მიართვით ბავშვს.

გაზაფხულის სალათა (ორი წლიდან)

დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 200 გ ქორფა კომბოსტო;
  • 3 ცალი პომიდორი ჩერი;
  • 100 გ დაბალი ცხიმიანობის არაჟანი;
  • ნიახური, კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი.

წვრილად დაჭერით ბოსტნეული, მოაყარეთ დაკეპილი მწვანილი და მოასხით არაჟანი. კომბოსტოს სახეობათა შორის ბრიუსელის კომბოსტოს პირველი ადგილი უკავია ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობით. მისი პატარა თავები ჩ ვიტამინის საბადოა - 100 გრამი 120 მგ-ს შეიცავს, რაც სადღეღამისო ნორმას აჭარბებს კიდეც. ბრიუსელის კომბოსტო აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ნაავადმყოფარი ორგანიზმის სწრაფ რეაბილიტაციას.


კომბოსტოს სუპ-პიურე (1 წლიდან)

დაგჭირდებათ:

  • 1 ლ წიწილის ბულიონი;
  • 300 გ ბრიუსელის კომბოსტო;
  • 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო;
  • 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი;
  • 2 სადილის კოვზი პურის ფქვილი;
  • 2-2 ღერი მწვანე ხახვი, ნიახური, კამა;
  • 3 სადილის კოვზი ნაღების კარაქი.

ბულიონში გასხენით ფქვილი. დაასხით ბულიონი წვრილად დაჭრილ ბოსტნეულსა და მწვანილს და ხარშეთ. ქურიდან გადმოდგმული, შეაზავეთ მარილითა და კარაქით. საყოველთაოდ ცნობილია ნივრის მომაკვდინებელი ზემოქმედება ავადმყოფობის გამომწვევ მიკროორგანიზმებზე. ის შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს - ალიცინს, რომელიც არ ვნებს ორგანიზმის “მეგობარ” მიკროორგანიზმებს და არ არღვევს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობას. ნიორში ბევრია B და ჩ ვიტამინები, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი. გარდა ამისა, მასში აღმოაჩინეს უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტი გერმანიუმი, რომელიც აღადგენს იმუნური სისტემის ფუნქციას, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და მრავალი დაავადების მიმდინარეობას. მძაფრი სუნისა და გემოს გამო ბევრს არ უყვარს ნიორი. მათთვის არსებობს ნივრის პრეპარატი გრანულების სახით, რომელიც იხსნება ნაწლავებში და არ ტოვებს სუნს. ასევე პრაქტიკულად უსუნოა გახეხილი ნივრის სოუსი.

არაჟნის სოუსი ნივრით (ორი წლიდან)

150-200 გ არაჟანს შეურიეთ 1 კბილი გახეხილი ან დანაყილი ნიორი და ცოტაოდენი მარილი. ეს სოუსი ძალიან უხდება ხორციან კერძებს, ბოსტნეულის სალათებს, ხორცითა და ბრინჯით დაჩურთულ ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკასა და პომიდორს. ნიახური ზრდის სასუნთქი სისტემის შეუვალობას ვირუსული დაავადებების მიმართ. შეიცავს ჩ, B1, B2, PP ვიტამინებს და ვიტამინისმაგვარ ნივთიერებას - ქოლინს, ასევე - სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ასპარაგინს, კალციუმის, კალიუმის, ფოსფორისა და ნატრიუმის მარილებს. ბოლო ხანს გაიზარდა მოთხოვნა ჩინურ კომბოსტოზე. ეს იმით აიხსნება, რომ იგი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ტვინის მუშაობას. 100 გ ჩინური კომბოსტო შეიცავს 60-95 მგ ასკორბინის მჟავას. მის კვებით ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის B6 და PP ვიტამინების, ფოლიუმის მჟავასა და კაროტინის შემცველობა. ქორფა ჩინური კომბოსტო უმჯობესია უმად მივირთვათ. მისი უჯრედისი ძალზე იოლი გადასამუშავებელია, ამიტომ შესანიშნავი დამატება იქნება ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური ქალების რაციონისთვის.

სალათა “ხრაშუნა” (1,5 წლიდან)

საჭიროა:

  • 200 გ ჩინური კომბოსტო;
  • 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი;
  • 100 გ ნაკლებცხიმიანი არაჟანი;
  • მწვანე ხახვი, კამა, ნიახური;
  • მარილი.

წვრილად დაჭერით კომბოსტო და მარილში გასრისეთ, რომ დარბილდეს. თხლად დაჭერით ბულგარული, კუბებად - კიტრი, კვერცხი, დაკეპეთ ხახვი და კამა, დაუმატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიაჩვიეთ ბავშვები უმი ბოსტნეულის სალათებს - ისინი ვიტამინების საუკეთესო წყაროა.