ძალა ერთობაშია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძალა ერთობაშია

ლიმონიანი ჩაი

ფინჯანი ჩაი ლიმონის ნაჭრით უფრო გემრიელია და უფრო სასარგებლოც. ჩაი, განსაკუთრებით - მწვანე, უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს უჯრედულ დონეზე იცავს. ერთ-ერთი მათგანია კატექინი. ის ხშირად იშლება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ზემოქმედებით, ხოლო C ვიტამინი, რომლითაც მდიდარია ლიმონი, კატექინებს ეხმარება, დაუზიანებლად გადალახონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბარიერი.

კარტოფილი ხაჭოთი

კარტოფილში ბევრია ნახშირწყლები, ცილები და სასარგებლო მინერალი კალიუმი. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული მდიდარია უჯრედისით, B ჯგუფის ვიტამინებით, ასკორბინის მჟავათი (C ვიტამინით). მოკლედ, კარტოფილი პროდუქტია, რომელიც შეუცვლელია დიეტური კვებისას. ოღონდ, გააჩნია, როგორ მოვამზადებთ. ცხიმში შემწვარი კარტოფილი არ შეიძლება. ის ფოლგაში უნდა გავახვიოთ და ღუმელში გამოვაცხოთ - ასე სასარგებლო ნივთიერებებს უკეთ შეინარჩუნებს. კარგი იქნება, თუ ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს შუაზე გავჭრით, ჩავდებთ შიგ ხაჭოს, ზემოდან მოვაყრით წვრილად დაჭრილ კამას და ისე მივიტანთ სუფრასთან. ხაჭოს ცხოველური ცილა კარგად ეთავსება კარტოფილის მცენარეულს და ეს დუეტი ერთგვარი სიგნალია მზარდი ორგანიზმისთვის, რათა ახალი უჯრედების წარმოქმნა და კუნთების გაძლიერება დაიწყოს.

ხილი და შოკოლადი

შოკოლადის ფილა პატარებისთვის სიხარულის მომგვრელი ტკბილეულია. მის გარეშე ვერც ერთი დღესასწაული ვერ ჩაივლის. თვით შოკოლადიც ხომ ენერგიითა და ხალისით ავსებს ორგანიზმს. თუმცა მშობლები შოკოლადს მავნე პროდუქტად მიიჩნევენ. თუ შოკოლადს ხილსა და კენკრასთან ერთად მივართმევთ ბავშვს, ის ერთიორად სასარგებლო იქნება. შოკოლადს უხდება ყურძენი, ვაშლი, მარწყვი. ვაშლი (განსაკუთრებით - კანი) მდიდარია კვერცეტინით, ყურძენი კი - ფლავონოიდებით. ორივე ეს ნივთიერება უხდება სისხლძარღვებს და დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. შეგიძლიათ, ასეთი დესერტიც მოამზადოთ: დააწყვეთ თეფშზე ვაშლის ნაჭრები, მარწყვი ან ყურძნის მარცვლები, მოასხით გამდნარი შავი შოკოლადი და პატარას მიართვით.

ბოლოკი

თეთრი ბოლოკი, დაიკონი, ძალზე სასარგებლოა, მაგრამ ვინაიდან მძაფრი, მშუშხავი გემო აქვს, ჯობს, სხვა ბოსტნეულთან ერთად გამოვიყენოთ. დაიკონი მდიდარია C და B ჯგუფის ვიტამინებით, უჯრედისით, პექტინით, ასევე - ენზიმ მიროზინაზით, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. თეთრი ბოლოკი იმუნიტეტსაც აძლიერებს, ხოლო მისი ფიტონციდები მიკრობებს ხოცავს. აქვს ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული თვისებები, რის გამოც ეფექტურია სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებების დროს. 4-5 წლამდე ასაკის ბავშვები მის მძაფრ გემოს ალბათ იუცხოებენ, მერე კი შეგიძლიათ, მოუმზადოთ სალათები ბოლოკითა და სხვა ბოსტნეულით, რომელიც შეარბილებს მის გემოს და უფრო სასიამოვნოს გახდის. ცნობილია თეთრი ბოლოკის კიდევ ერთი სასრაგებლო თვისება: ის კარგად ხსნის მშრალ, შეტევით ხველას. ამოაჭერით გული ისე, რომ ნავისებური ჩაღრმავება მიიღოთ, ჩაასხით შიგ ნატურალური თაფლი და 24 საათით დადგით სიბნელეში. მიეცით ბავშვს თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, თუ, რა თქმა უნდა, თაფლზე ალერგია არ აქვს. სალათი კი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ:

აიღეთ:

  • 1 ცალი საშუალო ზომის თეთრი ბოლოკი;
  • 2 ცალი სტაფილო;
  • 1 ცალი ვაშლი, უმჯობესია ბროდსკი;
  • ნახევარი ლიმონის წვენი;
  • მცენარეული ზეთი, მარილი, ოხრახუში.

მსხვილად გახეხეთ თეთრი ბოლოკი, სტაფილო და ვაშლი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით, მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი. ეს სალათა ძალიან უხდება ხორციან კერძს - მოხარშულ თევზს, ძროხის ხორცს, ქათმის ფილეს.