სააღდგომო პასქა ბავშვებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სააღდგომო პასქა ბავშვებისთვის

მარხვითა და გაძლიერებული ლოცვით. სააღდგომოდ საგანგებოდ ალაგებენ და ასუფთავებენ სახლს, ღებავენ კვერცხებს, აცხობენ ნაირ-ნაირი ფორმის თაფლაკვერებს. საზოგადოდ, სააღდგომო ტრაპეზი კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგრამ ცენტრალური ადგილი მაინც პასქას ეთმობა.

ზოგი მზა პასქას ყიდულობს - მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში ადგილობრივი თუ უცხოური ნაწარმის დიდი არჩევანია, ზოგი კი შინ გამომცხვარს ამჯობინებს. ჩვენც გირჩევთ, თავად გამოაცხოთ პასქა - აღდგომა ხომ ოჯახური დღესასწაულია, სიყვარულისა და ერთიანობის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების ზეიმი. სამზადისში პატარებიც ჩართეთ. ბავშვებს უყვართ უფროსების საქმიანობაში მონაწილეობა, გულს ნუ დასწყვეტთ, ერთად მოემზადეთ დღესასწაულისთვის და ერთად შეხვდით მას. სადღეისოდ, ტრადიციულთან ერთად, პასქის უამრავი ორიგინალური რეცეპტიც არსებობს. გთავაზობთ ერთ მათგანს. ცომისთვის საჭიროა:

  • 2,5 ჭიქა თეთრი პურის ფქვილი;
  • მწიკვი მარილი;
  • 1/2 ჭიქა შაქარი;
  • 3 კვერცხი;
  • 1/2 ჭიქა ნაღები;
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში.

ცალკე ვამზადებთ საფუარს ცომისთვის: 1 სადილის კოვზი (10 გ) მშრალი საფუარი, 1 სადილის კოვზი ფქვილი.

მინანქრისთვის: 1 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა შაქარი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

პასქის მოსართავი კანფეტებისთვის: 5 სადილის კოვზი შაქარი, 2 სადილის კოვზი ჩვეულებრივი წყალი, 2 წვეთი ვაშლის ძმარი.

პირველი ნაბიჯი: თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ შაქარი და ფქვილი, 30 წუთით დადგით სითბოში.

მეორე ნაბიჯი: დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.

მესამე ნაბიჯი: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში, სანამ კარგად არ აფუმფულდება.

მეოთხე ნაბიჯი: ფქვილიან ჯამში გადაიღეთ ამოსული საფუარი. ათქვეფილი კვერცხი, მარილი. ურიეთ ხის კოვზით, ნელ-ნელა ამატეთ ნაღები. ერთი საათით დადგით სითბოში. გირჩევთ, აანთოთ ღუმელი, გვერდით მიუდგათ ჯამი და ზემოდან თბილი პირსახოცი გადააფაროთ. ამ ადგილს მოარიდეთ ბავშვები - ცომს არ უყვარს ხმაური, ასევე - ორპირი. ვიდრე ცომი ამოფუვდება, მოამზადეთ ფორმები, წაუსვით ცხიმი, გარეცხეთ ქიშმიში, გააშრეთ და ფქვილში ამოავლეთ.

მეხუთე ნაბიჯი: ამოსულ ცომს ნელ-ნელა დაამატეთ ქიშმიში, სურვილისამებრ - სურნელოვანი სანელებლები, ვანილი, ჯავზი, ილი.

მეექვსე ნაბიჯი: ცხიმწასმული ფორმები ნახევრად აავსეთ ცომით და კიდევ 30 წუთით დადგით სითბოში.

მეშვიდე ნაბიჯი: აცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, ვიდრე ზედაპირი კარგად არ დაებრაწება.

გამომცხვარი პასქა ფრთხილად გადმოიღეთ ფორმებიდან და სანამ გაგრილდება, მოამზადეთ მინანქარი. მინანქრის მოსამზადებელი ფხვნილის შეძენა მაღაზიაშიც შეიძლება, მაგრამ ის შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, ამიტომ ჯობს, ჩვენ თვითონ მოვამზადოთ:

  • გავაცალკეოთ კვერცხის ცილა და გული. ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი, შაქრის ფხვნილი.
  • ვთქვიფოთ მიქსერით, ვიდრე ისე არ გამაგრდება, რომ ჭურჭლის გადმობრუნებისას მასა ადგილიდან არ დაიძრას.
  • უკვე გაგრილებულ პასქას წავუსვათ მინანქარი კულინარიული ფუნჯით.
კანფეტებიც წინასწარ მოამზადეთ, რომ გაცივება მოასწროს:
  • ჭურჭელში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი, დაამატეთ 1-2 წვეთი ვაშლის ძმარი.
  • შედგით ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ.
  • შაქარი მთლიანად რომ გადნება და ქარვისფერს მიიღებს, ქურიდან გადმოდგით.

თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ფორმები: გულის, ფრინველების, ცხოველის ფორმისა. ჩაასხით ფორმებში თბილ-თბილი მასა და გაცივებამდე დატოვეთ, შემდეგ გადმოიღეთ ფორმებიდან და მორთეთ კანფეტებით მინანქარწასმული პასქა. პასქას ძალიან უხდება სხვადასხვა ფერის ცუკატიც. მიეცით უფლება ბავშვებს, თავად მორთონ პასქა. რაც მთავარია, არ დაივიწყოთ, ყველას თანდასწრებით შეაქოთ თქვენი პატარები და ნახელავი მოუწონოთ.