ლაქტაციის სტიმულაციისათვის განკუთვნილი რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაქტაციის სტიმულაციისათვის განკუთვნილი რეცეპტები

როგორ შევუწყოთ ხელი რძის გამოყოფის სტიმულაციას, იხილეთ რეცეპტები:

1) სტაფილო რძით (ან ნაღებით) – სახეხზე წვრილად ჩახეხეთ სტაფილო. მიღებულ მასას (3-4 სადილის კოვზის მოცულობას) დაამატეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე (ან ნაღები) და მიირთვით. ნარევი ყოველი მიღების წინ უნდა დაამზადოთ და დღეში 2-3 ასეთი ულუფა მიირთვათ.

2) ნაღები კვლიავით - აიღეთ 2 ჩაის ჭიქა ნაღები და 2 სადილის კოვზი კვლიავის თესლი, მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში, დაახურეთ ხუფი, შედგით ღუმელში ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოიღეთ, გააციეთ და მიირთვით დღეში ორჯერ თითო ჭიქა.

3) კვლიავის ნაყენი - აიღეთ 15 გრამი კვლიავის თესლი, 100 გრამი შაქარი და ერთი საშუალო ზომის ლიმონი, დაასხით 1 ლ წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და სამჯერ დღეში 0,5 ჭიქის მოცულობით მიირთვით.

4) ჭინჭრის ფოთლების ნაყენი - აიღეთ 1 სადილის კოვზი გამხმარი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზის ოდენობით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5) ჭინჭრის თესლის ნახარში - აიღეთ 20 გრამი თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი, წამოადუღეთ, დოლბანდით გადაწურეთ, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის მოცულობით მიირთვით.

6) კამის თესლის ნაყენი - აიღეთ კამის თესლი 1 სადილის კოვზის ოდენობით, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გადაწურეთ და დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით მიირთვით. ასეთივე ნაყენი შეგიძლიათ ანისულის თესლითაც მოამზადოთ.

ავტორი თინათინ გოცაძე

იხილეთ აგრეთვე ძუძუთი კვება ინტელექტის კოეფიციენტს ზრდის

რომელი ხილი არ უნდა მიირთვას მეძუძურმა დედამ

მეცნიერები დედის რძის შენახვას არ გვირჩევენ