შემოდგომის პარადოქსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შემოდგომის პარადოქსები

არასწორი კვება ვიტამინების დეფიციტის ფონზე ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევასაც განაპირობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია რაციონის სწორად შედგენა. შემოდგომით ბავშვების ნაწილი საბავშვო ბაღებში მიდის, ნაწილი - სკოლებში. ეს ძირითადად კერძო სკოლებს ეხება. მშობელი უნდა დაინტერესდეს, როგორ იკვებება ბავშვი დღის განმავლობაში. ორგანიზებულ დაწესებულებაში ბავშვის კვებას აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც. უპირატესობა ენიჭება ახალმომზადებულ კერძებს, მაგრამ უნდა ვიკითხოთ, როგორი ხარისხის პროდუქტებისგანაა იგი მომზადებული. ორგანიზებულ დაწესებულებებში ასარჩევად ნამდვილად არ არის საქმე - ხილ-ბოსტნეულის საწყობებიდან სუფრამდე სურსათი გრძელ გზას გადის, ნაყოფი თანდათან იჭმუჭნება, შრება, კარგავს სასარგებლო თვისებებს, გემოს. სხვა პროდუქტების მხრივაც არასახარბიელო მდგომარეობაა. თუ ბავშვის რაციონში არ შედის ქლიავი, ლეღვი, ფინიკი, ავოკადო, ე.ი. მისი ორგანიზმი განიცდის PP ვიტამინის (ნიაცინის) ნაკლებობას.

- როგორ შეიძლება ამ დეფიციტის შევსება?

- თუ ბავშვი ყოველდღიურად მიირთმევს ახალ ხორცს (ძროხისას, ქათმისას), ნატურალურ რძეს და რძის ნაწარმს, მისი ორგანიზმი PP ვიტამინის ნაკლებობას ვერ იგრძნობს. ამ ცილოვან პროდუქტებში ბევრია ამინმჟავა ტრიპტოფანი, რომლისგანაც ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს PP ვიტამინს. თუ ხორცს რაციონში ნაწილობრივ ჩავანაცვლებთ სოსისით და ძეხვით, ვიტამინების შევსების ეს გზა დაიხშობა. თვალს ნურც იმაზე დავხუჭავთ, რომ მენიუში რძეც არასაკმარისია, თუმცა ბაღის ყოველდღიურ რაციონში ხშირად შეხვდებით ორცხობილას, თაფლს და შოკოლადსაც კი.

- უმი ბოსტნეულის სალათები თუ შედის საბავშვო ბაღის რაციონში?

- უმეტესად უმი ბოსტნეულის სალათების დეფიციტია. ამას იმით ხსნიან, რომ თერმული დამუშავება ბაქტერიებისგან ბავშვის ორგანიზმის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამიტომაც ბოსტნეულისგან მზადდება ჩაშუშული, წვნიანი და ა.შ. თუმცა უმი ბოსტნეულის სალათა ბავშვს დედამაც შეიძლება მოუმზადოს შინ და ეს ნაკლებობაც შევსებული იქნება.

- როგორ იკვებება ბავშვი სახლში საღამოდან დილამდე?

- გირჩევთ, წესად აქციოთ: უმი ბოსტნეულის გარეშე არ მიუსხდეთ ვახშმის სუფრას. ასე ორგანიზმი ვიტამინებს ბუნებრივი სახით მიიღებს. ბოსტნეულის სალათა მსუბუქი ხემსია, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ შინ დაბრუნებული პატარა არ დაეხარბოს ბუტერბროდებს და მშვიდად დაელოდოს ცხელ კერძს. ვახშმისთვის გამოდგება მსუბუქი, არომატული ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს ძნელად გადასამუშავებელ პოლისაქარიდებს. მაგალითად, კიტრისა და პომიდვრის სალათა ბულგარული წიწაკითა და ოხრახუშით, გახეხილი სტაფილო ბულგარული წიწაკითა და კამით. ეს კერძი ბეტა-კაროტინთან ერთად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სელენს. კარგი იქნება, თუ დილაობით, საუზმემდე, ბავშვს სტაფილოს ან ტკბილ ბულგარულ წიწაკას მისცემთ. ეს იმდენად მსუბუქი ხემსია, რომ ბავშვს მადას არ წაუხდენს, პირიქით, გაუღვიძებს. ამ ბოსტნეულში შემავალი კაროტინი აძლიერებს იმუნიტეტს და უკეთ იცავს ორგანიზმს შემოდგომის ვირუსებისგან. გახსოვდეთ: ზოგიერთი ბოსტნეული კარგია საუზმეზე, ზოგი - ვახშმად. დილით ის მადას გაუღვიძებს ბავშვს, საღამოს კი, პირიქით, დაამშვიდებს საჭმლის მონელების პროცესს. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ ბოსტნეული.

- კიდევ რომელ ბოსტნეულს გვირჩევთ?

- ბავშვისთვის მისაღებია კომბოსტო, ბოლოკი. შეარჩიეთ საღი, წვნიანი თეთრთავა კომბოსტო, კარგად გარეცხეთ, მოაცალეთ ერთი ფურცელი, გრაგნილივით დაახვიეთ და მიეცით ბავშვს. შეგიძლიათ, წვრილად დაჭრათ, მარილთან ასრისოთ, შეაზავოთ მზესუმზირას ზეთით, ლიმონის წვენით. იოლი მოსამზადებელია ბოლოკის სალათაც. დაჭერით მართკუთხა ნაჭრებად, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, შეაზავეთ არაჟნით და მოაყარეთ ზემოდან წვრილად დაჭრილი კამა.

- თუ ბავშვი პატარაა და ჯერ არ შეუძლია ბოსტნეულის ჩახრამუნება, როგორ მოვიქცეთ?

- სანამ ბავშვს კბილები სრულად ამოეჭრება, გაუჭირდება უმი ბოსტნეულის სალათის ჭამა, ამიტომ ჯობს, შესთავაზოთ გახეხილი ან წვენი. წვრილად გახეხილი სტაფილო გაწურეთ, შეაზავეთ 1/2 ჩაის კოვზი არაჟნით და მიეცით. იოლია პომიდვრის გაწურვაც. ძალიან სასარგებლოა თეთრი გოგრა - მოხარშეთ, გახეხეთ და რძით გაათხელეთ ფაფის კონსისტენციამდე. სადილამდე 2-3 სადილის კოვზი ბოსტნეულის წვენიც სასარგებლოა - ის არა მხოლოდ ვიტამინებითა და მინერალებით შეავსებს ძირითად საკვებს, არამედ შეაჩვევს ბავშვს ბოსტნეულის არომატსაც და შეაყვარებს ბოსტნეულის კერძებს.