ბროკოლი ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ბროკოლი ბავშვის მენიუში
ბროკოლი ბავშვის მენიუში
შეიძლება თუ არა, წლამდე ასაკის ბავშვს ჩვეულებრივი კომბოსტოს მაგიერ ბროკოლი ვაჭამოთ?

ბროკოლი თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავებისგან - თეთრთავა, ყვავილოვანი, ბრიუსელის კომბოსტოსგან, კოლრაბისა და სხვებისგან - მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ბროკოლის მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. შეიცავს ვიტამინების ფართო ასორტიმენტს, მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ცილა მასში, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულ კულტურებში, უმნიშვნელო ოდენობითაა, თუმცა ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრთავა ან ყვავილოვან კომბოსტოში.


კომბოსტოს ეს სახეობა მდიდარია კაროტინოიდებით, მათ შორის - ბეტა-კაროტინით, რომლებიც ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება, ასევე - ბ ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის
მჟავათი (ვიტამინ ბ9-ით), თიამინით (ვიტამინ ბ2-ით) და ნიაცინით (პპ ვიტამინით). თუ ამას დავუმატებთ ც ვიტამინს, ნათელი გახდება, რატომ არის აუცილებელი ბროკოლის რაციონში ჩართვა სისხლძარღვთა კედლების გასამაგრებლად. ბროკოლის შემადგენლობაში შემავალი კ ვიტამინი ამკვრივებს ძვლებს. ერთი საბავშვო ულუფა მოხარშული ბროკოლი შეიცავს 70 მკგ კ ვიტამინს, რაც ბავშვის
სადღეღამისო მოთხოვნაზე მეტია. ბროკოლი შეიცავს კვერციტი­ნსა და იზოთიოციანატებს, რო­მლებიც, როგორც ცნობილია, ხელს უშლის კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებას. ბროკოლიში კალციუმის მდ­იდარი მარაგია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ სვამენ რძეს. ეს ბოსტნეული შეიცავს ისეთ ძვირფას ნივთიერებებსაც, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი და იოდი. არის მასში სხვა მნიშვნელოვანი მი­კ­როელემენტებიც - მანგანუმი, სპილენძი, გოგირდი, კობალტი, ბორი, თუთია, ქრომი. რაციონში ბრ­ოკოლის ჩარ­თ­ვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაში ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის აქტივობას, რომელიც ფილტვებს ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის - თამბაქოს კვამლის) მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ბროკოლის უჯრედისს ნატიფი სტრუქტურა აქვს, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი პიურე ჩვილისთვის შეუცვლელია პირველი დამატებითი საკვების სახით. ბროკოლი არ მოითხოვს ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას, რაც საშუალებას გვაძლევს, მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები ზედმიწევნით შევინარჩუნოთ.


ბროკოლის პიურე
საჭიროა:

  • ბროკოლის რამდენიმე მტევანი (200 გ);
  • კარაქი - 5 გ (1 ჩაის კოვზი).

ბროკოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაფარეთ მდუღარე წყლით და შემოდგით ცეცხლზე. წამოადუღეთ და კიდევ 6-7 წუთი დატოვეთ დასარბილებლად. მერე წმინდა საცერზე გახეხეთ და კვლავ წამოადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით, დაუმატეთ კარაქი და ძალიან ცოტა მარილი. ხარშვისას შეგიძლიათ ჩააყოლოთ ძაფით შეკრული რამდენიმე ღერი კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი.

თარიღი : 07-09-2015
mari
ჩემი შვილი 6 თვიდან გახეხილს და მითუმეტეს დაბლენდერებულს აღარაფერს ეკარება, ამიტომ პიურის საჭყლეტით ამოზელილ ბოსტნეულის სუპს მიირთმევს კოვზით. ყველანაირ ბოსტნეულს (ან რომლებიც მაქვს სახლში) ვხარშავ ერთად (1 კბილ ნიორი+ხახვი+მწვანილები), ამოვზილავ, ვამატებ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს, მარილს გემოვნებით და ეგაა :) პურსაც ვუფშვნით ცოტას
თარიღი : 10-07-2015
lia
.ერთი ნაჭერი ბროკოლი ერთი ნაჭერი ყვავილოვანი კომბოსტო, ნახევარი გოლდენის ჯიშის ვაშლი,ნაჭერი ჭარხლის, სტაფილოსი,კარტოფილის,ღერო კამის, ოხრახუშის ვხარშავთ მერე ვხეხავთ უმატებთ თავისივე წვენს ,1ჩ.კოვზ ზეითუნის ზეთს და სოსკით დღეში ერთხელ ვაჭმევთ 6თვის ანანოს.
თარიღი : 08-07-2015
natia
ბროკოლი უნდა გავთალოთ
თარიღი : 28-06-2015
sofo
9 თვის იყო რო დავაწყებიე მშვენივრად მიირთმევდა როგორც ბულიონი ისე ვამზადებ სტაფილო და ბრივჯტან ერტად ცოტა მცენარეულ ზეთს ვამატებ ხარსჰვის დროს ეხლა წლისაა.ალეგიას არ მისცემს არასებობს
თარიღი : 18-05-2015
თამუნა
უნდა თუ არა ბროკოლს წინასწარ მოწალმვა მდუღარე წყალში 1 წლის ბავშვისთვის/
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
ატამი, ისევე როგორც ზოგიერთი ტროპიკული ხილი, ვიტამინების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. 100 გრამი რბილობი
მეცნიერთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე პრაქტიკული ექსპერიმენტის საფუძველზე დედის რძეში
კარგი რძე შედარებით მოსქელო და ქათქათა თეთრი ფერისაა, განზავებულს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს
8-9 თვის ბავშვს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ბუთხუზა ჩვილებისთვის
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!