საზაფხულო ტკბილი სუფრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო ტკბილი სუფრა

სახით მივცეთ.

ზაფხული ხილის მრავალფეროვნებით იწონებს თავს. ყველაზე უვნებელი ხილი ბავშვისთვის გარგარი და ატამია - მწიფე, კარგად შემოსული, ქარვისფრად და ნარინჯისფრად მოელვარე. გარგარისა და ატმის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის.

ეს ხილი მდიდარია ფოსფორითა და მაგნიუმით, რომლებიც აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის შრომისუნარიანობასა და ტვინის აქტიურობას, ამრიგად, ეს სწორედ ის მიკროელემენტებია, რომლებიც  ესოდენ დიდ როლს ასრულებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. ქორფა, მწიფე გარგარი და ატამი ბეტა-კაროტინის წყაროა, ბეტა-კაროტინი კი ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის ორგანიზმში დაგროვილ აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს. გარგარი სასარგებლოა ანემიის დროსაც, ვინაიდან საკმაოდ მდიდარია რკინით.

რა სახით მივცეთ?

ხილი, რასაკვირველია, მწიფე, ახალი და კარგად გარეცხილი უნდა იყოს. ბავშვს ის შეიძლება შევთავაზოთ უმადაც და სხვადასხვანაირად დამუშავებულიც.

ხილფაფა ჩვილებისთვის

ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვილები საკვებზე უარს ამბობენ, ჭირვეულობენ. შეგიძლიათ, ერთი კვება ხილისა და ხაჭოს ნარევით შეუცვალოთ. საჭიროა:

1 ცალი მწიფე ყვითელი ატამი;

1 ცალი მწიფე გარგარი;

100 გ ხაჭო.

ატამი და გარგარი ხაჭოსთან ერთად დააბლენდერეთ. ნუ დაშაქრავთ. ნუ გადატვირთავთ ზაფხულში ბავშვის კუჭ-ნაწლავს ცხიმიანი, ნოყიერი, ძნელად მოსანელებელი საკვებით. აჭამეთ უმთავრესად ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი. ზედმეტად ტკბილ საკვებსაც არიდეთ - შაქარი ნაწლავებში აძლიერებს დუღილის პროცესს და იწვევს შებერილობას.

ატმის კონფიტიური

საჭიროა:

1 კგ კურკაგამოცლილი მწიფე ატამი;

0,5 კგ შაქარი;

1 სადილის კოვზი ჟელატინი;

1 პაკეტი ვანილი.

ატამს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გაფცქვენით და დაჭერით კუბებად, შეურიეთ შაქარი, ჟელატინი, ვანილი და დააბლენდერეთ, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და მინის ქილებში გადაიღეთ.

გარგარის მარმელადი

საჭიროა:

500 გ კურკაგამოცლილი გარგარი;

500 გ შაქარი;

1 სუფრის კოვზი ჟელატინი.

გარგარს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გაფცქვენით, დაჭერით ნახევარმთვარისებურად, მოაყარეთ შაქარი და ჟელატინი და მთელი ღამით დატოვეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დილით ამოურიეთ ხის კოვზით, წამოადუღეთ და ხარშეთ 1 წუთი. მიირთვით ცივი.


ატმის შტრუდელი

საჭიროა:

ცომისთვის:

250 გ ფქვილი;

75 გ ნაღების კარაქი;

125 მლ წყალი;

მწიკვი მარილი;

შიგთავსისთვის:

500 გ კურკაგამოცლილი ატამი;

300 გ ხაჭო;

1 კვერცხის გული;

1/3 ჭიქა შაქარი;

2 ლიმონის წვენი;

50 გ ქიშმიში;

50 გ ნაღების კარაქი;

50 გ შაქრის პუდრი (ზემოდან მოსაყრელად).

ცომი მოზილეთ და 60 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. ხაჭო, კერცხის გული, კარაქი, შაქარი, ლიმონის წვენი და ქიშმიში აურიეთ ერთმანეთში. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ცივ ტაფაზე, წაუსვით ხაჭოს შიგთავსი და ზემოდან დაალაგეთ კუბიკებად დაჭრილი ატამი, რულეტივით გადაახვიეთ და შედგით 230 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. შემდეგ 200 გრადუსამდე დაუწიეთ და კიდევ 40 წუთი აცხვეთ. გააცივეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრი და დაჭერით.

გარგარის ბისკვიტი

საჭიროა:

1 ჭიქა (250 გ) ფქვილი;

200 გ შაქრის ფხვნილი;

3 კვერცხი;

120 გ ნაღების კარაქი;

1 ლიმონის ცედრა;

500 გ კურკაგაცლილი და გაფცქვნილი მწიფე გარგარი.

კვერცხის გულს შეათქვიფეთ შაქრის ფხვნილი და კარაქი. დაამატეთ ვანილიც. ცალკე ათქვიფეთ ცილა და ფრთხილად აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ლიმონის ცედრა, ფქვილი და ამოურიეთ. გადაიღეთ ცომი ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ტაფაზე, კოვზით გაათანაბრეთ და ზემოდან დაალაგეთ ორად გაყოფილი გარგარი.  აცხვეთ ღუმელში, დაბალ ცეცხლზე, 25 წუთი.