ჩემი ხელით ვჭამ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩემი ხელით ვჭამ!

სპეციალისტების აზრით, აუცილებელია, პატარა ბავშვს მივცეთ საკვებზე ცდების ჩატარების უფლება. ამ დროს პატარამ დამოუკიდებლად ჭამა უნდა ისწავლოს. როცა ბავშვს ძალიან მოშივდება და ლოდინის სურვილიც გაუქრება, ის მოახერხებს გაგაგებინოთ, რომ ჭამა უნდა, თანაც - რაც შეიძლება სწრაფად! სხვა შემთხვევაში კი პატარა თავისი ხელით ჭამს. ეს აუცილებელია, რათა ბავშვმა ერთსა და იმავე დროს დაიკმაყოფილოს დამოუკიდებლად ჭამის მოთხოვნილება, მიიღოს სიამოვნება და გამოიმუშაოს ჩვევა. თუ ამ ბუნებრივ პროცესს უფროსები ხელს შეუშლიან და ბავშვს დამოუკიდებლად ჭამას არ დაანებებენ, ის ნელ-ნელა უარს იტყვის ჭამაზე. მის წარმოდგენაში საკვები დაუკავშირდება აკრძალვას, უკმაყოფილო შეძახილებს და მალე სულაც შეიძულებს მას. ეს თქვენდამი მისი საყვედური იქნება იმის გამო, რომ დამოუკიდებლად ჭამის უფლება არ მიეცით. გავა ხანი, ბავშვი წლინახევრის გახდება, თქვენ კი პედიატრთან მიხვალთ და შესჩივლებთ: “ყოველი ჭამა ტანჯვაა, მთელი საათი გრძელდება, პატარა კონცერტის მოწყობა გვიწევს!” კიდევ რამდენიმე წელი არ გეყოფათ გამბედაობა, ბავშვს დართოთ ნება, ჭამოს იმდენი, რამდენიც უნდა. პირიქით, აიძულებთ, ბოლომდე მიირთვას მისთვის განკუთვნილი ულუფა. პატარაც თანდათან მიეჩვევა, რომ აძალებენ, მერე და მერე კი იმიტომ შეჭამს ცოტას, რომ ბავშვობიდანვე “უჭმელის” იარლიყი მიაწებეს. გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და პედიატრთან სულ სხვა პრობლემის გამო წაბრძანდებით: “ძალიან მსუქანია, პირს ვერ აჩერებს, როგორც არ უნდა დაუშალო, ჭამაზე უარს ვერ ათქმევინებ, თავისით გამოაღებს მაცივარს და შეუჭმელს არაფერს ტოვებს!” ბავშვის სიმსუქნის რეალური მიზეზი კი, თუ პრობლემას ჩავუღრმავდებით, ის არის, რომ თავის დროზე დედამ მას საშუალება არ მისცა, საკვებით ეთამაშა. რასაკვირველია, ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ოდნავ ირონიზებულია და მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია საკვებზე უარის თქმისა ან, უფრო მოზრდილ ასაკში, გაძლიერებული მადისა, მაგრამ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ მადა არ არის მხოლოდ ის, რაც დაბადებიდანვეა დეტერმინირებული. მშობლებმა მართლაც უნდა მისცენ შვილებს დამოუკიდებლად ჭამის საშუალება. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა უმალვე არ უნდა მოაშთონ. რასაკვირველია, პატარა ბავშვი საქმეს კარგა ხანს ვერ მიიყვანს ბოლომდე და ბევრ პრობლემასაც შექმნის, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცადოთ. როგორ მოვიქცეთ, რომ დამოუკიდებლად ჭამა არ გადაიქცეს თამაშად, რომლის დროსაც პატარა მშიერი რჩება? როგორც კი ჭამის დრო მოვა, დავიწყოთ ბავშვის კვება და ამავე დროს მას კოვზიც მივცეთ. სანამ თქვენ მას 7-8 კოვზ კერძს შეაჭმევთ, ის მოახერხებს, ერთი კოვზი თავად მიიტანოს პირთან და შეჭამოს. საკუთარი მიღწევით პატარა ბედნიერი იქნება, თქვენ კი ორ კურდღელს დაიჭერთ - ბავშვი დამოუკიდებლადაც ჭამასაც მიეჩვევა და დანაყრდება კიდეც. რასაკვირველია, დედას საქმე უდავოდ მოემატება - ყოველი კვების შემდეგ მოუხდება ხელსახოცებისა და წინსაფრების რეცხვა, მაგიდის, ზოგჯერ კი იატაკის წმენდა. თავი დაიმშვიდეთ - ამ შემთხვევაში თქვენი შრომა ნამდვილად არ არის ფუჭი. ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა ბავშვს საკვებისადმი სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. თუ გაითვალისწინებთ ამ რეკომენდაციებს, სანამ ბავშვი პატარაა, როცა ოდნავ წამოიზრდება, დართავთ ნებას, ჭამოს იმდენი, რამდენიც უნდა, არ გადააქცევთ ჭამას იძულებით პროცესად, ასწავლით კვებისგან სიამოვნების მიღებას, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვების სიყვარულს, შემდგომ აღარ შეეჯახებით კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც ხშირად აიძულებს მშობლებს, რჩევისთვის ექიმს მიმართონ. როცა პატარა ბავშვი წინსაფარს სვრის ან წვნიანს მაგიდაზე ღვრის, ეს არც უზრდელობაა და არც ეტიკეტის უცოდინარობა. მთავარია, პატარა ბედნიერი და კმაყოფილი იყოს იმით, რომ თავისი ხელით ჭამს. ნუ დაუშლით პატარა ბავშვს ხელით ჭამას - გვირჩევენ სპეციალისტები. მართლაც, რა არის ამაში ცუდი? თუ ერთი წლის ბავშვი ხელით ჭამს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ როცა გაიზრდება, ასევე გააგრძელებს.