სალათების სიმფონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სალათების სიმფონია

სალათის მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკულად ყოველგვარი პროდუქტი. მათი ერთმანეთთან შეხამება გემოვნების საქმეა. მნიშვნელოვანია, რით შევანელებთ სალათას. არასწორად შერჩეული სოუსი კერძს გააფუჭებს, ამიტომ გირჩევთ, ჯერ მცირე ულუფა შეანელოთ, გემო გაუსინჯოთ და თუ მოგეწონათ, მთელი სალათა შეანელოთ ამავე სოუსით. სალათას, მეტადრე - უმი ბოსტნეულისგან მომზადებულს, მარილი სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ, რათა არ დაეკარგოს ფერი და ფორმა. გახსოვდეთ: სალათამ უნდა შეავსოს ძირითადი კერძი, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ. მაგალითად, მსუყე ხორციან წვნიანს ვინეგრეტი დაამძიმებს. მასთან ერთად უმჯობესია უმი ბოსტნეულის სალათა მიიტანოთ. ტკბილ სუფრას მოუხდება ხილის სალათა ნაღებით, ნიგვზით, ნუშით... ჭირვეულმა პატარებმა, რომლებიც წვნიან კერძებზე უარს ამბობენ, შესაძლოა სალათები სიამოვნებით მიირთვან. თავდაპირველად შესთავაზეთ წვრილად გახეხილი უმი ბოსტნეულის სალათა, შეზავებული მცენარეული ზეთით - ასეთ კერძში ვიტამინი და მინერალი ყველაზე მეტია. 1 წლის ბავშვისთვის საკმარისია 1 სადილის კოვზი. შემდეგ ულუფა თანდათან გაზარდეთ. ასაკის მომატების კვალობაზე სალათები მოუმზადეთ ჯერ მსხვილად გახეხილი, მერე კი წვრილად დაკეპილი ბოსტნეულისგან. ბავშვისთვის სალათა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კერძი, უშუალოდ კვების წინ უნდა მომზადდეს. სალათა სადილამდე აჭამეთ - მადას გაუღვიძებს. მიეცით ფანტაზიას გასაქანი - რაც უფრო ლამაზად და ორიგინალურად გააფორმებთ კერძს, მით უფრო მადის აღმძვრელი იქნება ბავშვისთვის. სალათის შეუცვლელი კომპონენტია ხახვი. ხახვი ნატურალური ანტიბიოტიკია. იგი შეიცავს მავნე მიკრობებთან მებრძოლ ნივთიერებებს - ფიტონციდებს, ამიტომ შესანიშნავი საშუალებაა გრიპის, სურდოს, ხველის, ყელის ტკივილის პროფილაქტიკისთვის. ხახვი მდიდარია ეთეზეთებით, შეიცავს ვიტამინებს (უმთავრესად - ჩ ვიტამინს და B კომპლექსს), მინერალურ ნივთიერებებს - რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფთორს, ფოსფორს, იოდს, თუთიას, ასევე - ფლავონოიდებსა და მცენარეულ  ჰორმონ გლუკინინს. ხახვი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, მატებს მადას და აძლიერებს იმუნიტეტს, ამიტომ ნუ მიაჩვევთ ბავშვს უხახვო კერძებს. გთავაზობთ სალათის რამდენიმე რეცეპტს ბავშვებისთვის.


ოლივიე

საჭიროა: 2 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი; 1 მოხარშული სტაფილო; 1 მოხარშული კვერცხი; 70 გ ქათმის თეთრი ხორცი; ნახევარ-ნახევარი ახალი და მჟავე კიტრი; რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი და კამა; 2 სადილის კოვზი მწვანე ბარდა; 1 ჩაის კოვზი ზეთი; 1 ჩაის კოვზი არაჟანი; 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი; მარილი - გემოვნებით.

დაჭერით ხორცი და ბოსტნეული კუბიკებად, აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ მარილით, წვრილად დაკეპილი ხახვითა და კამით.

ვინეგრეტი

საჭიროა: 1 საშუალო ზომის მოხარშული ჭარხალი; 1 სტაფილო; 3 კარტოფილი; 2 კიტრი; 1 სადილის კოვზი დაჭრილი მჟავე კომბოსტო; 2 სადილის კოვზი ზეთი; 1 სადილის კოვზი მწვანე ბარდა; მწვანე ხახვი, კამა, მარილი - გემოვნებით.

ბოსტნეული გახეხეთ მსხვილად, შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები, შეაზავეთ მწვანილით, მარილითა და ზეთით.

ხილის სალათა ყველით

საჭიროა: 1 ვაშლი; 1 მსხალი; 2 ქლიავი; 1 სუფრის კოვზი არაჟანი; 1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი.

ხილი გათალეთ, დაჭერით კუბიკებად, შეურიეთ არაჟანი, გადაიღეთ თეფშზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

თევზის სალათა

საჭიროა: 100 გ მოხარშული თევზის ფილე; 2-3 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი; 1 მოხარშული კვერცხი; 1 ცალი ახალი კიტრი; 2 სადილის კოვზი არაჟანი ან საბავშვო მაიონეზი; მარილი - გემოვნებით.

თევზი, კიტრი და კვერცხი დაჭერით, დაამატეთ ბრინჯი, აურიეთ, შეაზავეთ მარილით, არაჟნითა და მწვანე ხახვით. მოუმზადეთ პატარებს ნაირფერი სალათები მობეზრებული გარნირის ნაცვლად და იგი გემრიელად შეექცევა სადილსაც.

ბოლოკის სალათა

საჭიროა: 4-5 ცალი ბოლოკი; 1 ცალი სტაფილო; 1 სადილის კოვზი არაჟანი ან საბავშვო მაიონეზი; მწვანე ხახვი; კამა.

სტაფილო და ბოლოკი გახეხეთ მსხვილად, შეურიეთ არაჟანი ან მაიონეზი, მარილი, ზემოდან მოაყარეთ დაკეპილი ხახვი და კამა.

ხილის სალათა ხაჭოთი

საჭიროა: 1 ბანანი; 1 ვაშლი; 2 სადილის კოვზი ხაჭო; 1 ჩაის კოვზი არაჟანი; 1 ჩაის კოვზი მოხალული ნუში ან კაკალი.

ბანანი დაჭერით მრგვლად, დაახეხეთ ვაშლი, შეურიეთ ხაჭო და არაჟანი, გადაიღეთ თეფშზე და მოაყარეთ მსხვილად გახეხილი ნუში ან კაკალი.