მსხალი ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსხალი ბავშვის მენიუში

მსხალი მდიდარია კალიუმით - გულის მუშაობისთვის აუცილებელი ელემენტით, აგრეთვე - ვაშლის, ლიმონის, ასკორბინისა და ქლოროგენის მჟავებით, პექტინით, რომელიც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციობისთვის არის აუცილებელი, ძვირფასი ეთერზეთებით, ფლავონოიდებით, მცენარეული ბოჭკოთი. მასში ანტიბიოტიკიც კი მოიპოვება, სახელად არბუტონი. აი, ვიტამინები კი მსხალში ცოტაა. იგი უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს კაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, ჩ ვიტამინი კი 100 გრამში სულ 5 მილიგრამია. სამაგიეროდ, ფართოა მიკროელემენტების ასორტიმენტი - მსხალი შეიცავს იოდს, თუთიას, მაგნიუმს, ვანადიუმს, რკინას, ბორს. მსხლის დიდი ღირსებაა ისიც, რომ მას ძალიან ცოტა ნარჩენი აქვს. რაც უფრო მწიფეა და წვნიანი მსხალი, მით უფრო ნაკლებია მასში მჟავა და გვეჩვენება, რომ ის მეტისმეტად ტკბილია. სინამდვილეში მსხლის შაქრიანობა ზომიერია. დღესდღეობით ცნობილია მსხლის 5 ათასამდე ჯიში. მათ ორ ჯგუფად ყოფენ - სადესერტო და სუფრის ჯიშებად. სადესერტო ჯიშები ტკბილი და რბილია, აქვს ნაზი რბილობი. ასეთებია გულაბი, ჟოზეფინა, ალექსანდროული... სუფრის ჯიშები წვნიანია და გემრიელი. ასეთია სენ-ჟერმენი, ხეჭეჭური, თეთრი მსხალი, კაცისთავა... მსხალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ახალი, მწიფე ნაყოფი ადამიანს დეპრესიის დაძლევაში ეხმარება, მისი არომატი განწყობილებას ამაღლებს. ხაზს გავუსვამთ: ასეთი ეფექტი აქვს მხოლოდ მწიფე და რბილ, არომატულ ნაყოფს. შარდის ბუშტის ანთების, შარდის გამომყოფი გზების ანთების, შარდკენჭოვანი დაავადების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს ეფექტურია ახალი ნაყოფი და მისი ნახარში. მსხალი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. კუჭ-ნაწლავის დაავადებების, დისბიოზის დროს რეკომენდებულია არა მთელი ნაყოფი, არამედ მისი ხილფაფა ან პიურე. ბავშვის მენიუში 4 თვიდან შეიძლება შევიტანოთ მსხლის პიურე. ის უმჯობესია მოვამზადოთ სადესერტო ჯიშებისაგან. კარგად გარეცხილი, გათლილი, კურკებგამოცლილი მსხალი თუთქეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. შაქარს ნუ დაამატებთ. თავდაპირველად მიეცით ბავშვს 1 ჩაის კოვზი. შემდეგ ულუფა თანდათან გაზარდეთ 30 გრამამდე, რაც შეესაბამება დაახლოებით ერთ ყავის ფინჯანს. 10-11 თვიდან შეიძლება ერთი საკვები ულუფა მოვუმზადოთ მსხლის ხილფაფისგან, ბრინჯის ფაფისა და ორცხობილასგან. გამჭვირვალე ფიალაში ფენებად მოათავსეთ ჯერ ბრინჯის ფაფა, ზემოდან - ხილფაფა, შემდეგ - ისევ ფაფა და ა.შ. დადეთ ლამაზ ლანგარზე და გარშემო შემოუწყვეთ მოგრძო, ჩხირების ფორმის ორცხობილა. ერთი წლიდან ბავშვის მენიუში შეიძლება ჩავრთოთ ოლადები მსხლის ხილფაფით. აიღეთ 3 კვერცხი, 1,5 ჭიქა ფქვილი, 50 გ ნაღების კარაქი, 1 ჩაის ჭიქა მაწონი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 0,5 ჩაის კოვზი სოდა. მოზილეთ ცომი და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. გააგრილეთ, დააწყვეთ ლამაზ ლანგარზე და გვერდით მიუდგით მსხლის ხილფაფა გამჭვირვალე ჯამით. 1,5-2,0 წლიდან პატარას შეიძლება შევთავაზოთ ხილის ასორტი: აიღეთ 2 ცალი კარგად დამწიფებული მსხალი, 100 გ მარწყვი, 1 ცალი ბანანი ან ატამი, ტკბილი იოგურტი. ხილი კარგად გარეცხეთ, მსხალი და ატამი დაჭერით კუბიკებად, მარწყვი, თუ წვრილია, ნუ დაჭრით, თუ მსხვილი - გაჭერით შუაზე. ფენა-ფენა ჩააწყვეთ გამჭვირვალე ფართოპირიან ჭიქაში, მოასხით იოგურტი და მორთეთ მარწყვით. ეს ასორტი ვიტამინების, მინერალების, ბიოფლავონოიდებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი წყაროა.