როგორ ვაწოვოთ ძუძუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვაწოვოთ ძუძუ

ძუძუზე ადრეული მიყვანა ფიზიოლოგიური მშობიარობის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. ის კარგა ხანს მივიწყებული გახლდათ და მხოლოდ რამდენიმე წელია, ხელახლა დაინერგა პრაქტიკაში. ახალშობილს, რომლისთვისაც ჭიპლარი ჯერ კიდევ არ გადაუჭრიათ, დაბადებისთანავე დედის მუცელზე აწვენენ, 15-30 წუთის შემდეგ კი მკერდთან. თუ მშობიარობისას ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებლები და მასტიმულირებელი საშუალებები არ ყოფილა გამოყენებული, ახალშობილი ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ, ჩვეულებრივ, აქტიურად იწყებს წოვას, წოვის აქტი კი, თავის მხრივ, საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს და პლაცენტის გამოძევებას აჩქარებს.

თავისუფალი თუ საათობრივი?

ძუძუთი კვების თავისუფალი რეჟიმისა და სამშობიარო სახლებში მთელი დღე-ღამის განმავლობაში ახალშობილის დედასთან ყოფნის დანერგვა უდიდესი მიღწევაა. ეს ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუებას უადვილებს. დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის არის აუცილებელი, რომ ახალშობილს დედასა და დედის რძესთან მუდმივი და შეუზღუდავი კონტაქტი ჰქონდეს. პირველ დღეებში მაინც თქვენი პატარა ძუძუს წოვით უნდა იძინებდეს, გაღვიძებისთანავე დედის მკერდს ეკვროდეს და მოთხოვნისთანავე, განურჩევლად იმისა, რა ხანია გასული წინა კვებიდან, იღებდეს რძეს. ღამის განმავლობაში ახალშობილი ძუძუს 2-4-ჯერ (შესაძლოა მეტჯერაც) წოვს.

ღამით კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პერიოდში დიდი ოდენობით გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც რძის წარმოქმნას ასტიმულირებს. იმისთვის, რომ ღამით კვება ისევე ჩვეულებრივი გახდეს, როგორც დღისით, ყველა ახალბედა დედამ უნდა ისწავლოს მწოლიარე მდგომარეობაში ბავშვის კვება და მასთან ერთად ძილი. კვების თავისუფალი რეჟიმი ახალშობილობის პერიოდში მისაღებია, მაგრამ ასაკის მატებასა და ულუფის ზრდასთან ერთად ჯობს ბავშვი საათობრივ კვებას მიაჩვიოთ. ამით ხელს შეუწყობთ მიღებული საკვების უკეთ ათვისებასა და მონელებას.

ჰყოფნის თუ არა პაწიას საკვები?

არსებობს ორი უტყუარი ნიშანი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება გაირკვეს, ჰყოფნის თუ არა რძე თქვენს პაწიას. ახალშობილი, რომელსაც დედის რძე ჰყოფნის, სიცოცხლის მეორე კვირიდან დღეში 6-8-ჯერ და მეტჯერაც შარდავს, მაგრამ როცა პაწიას პამპერსი უკეთია, ამის ზუსტი აღრიცხვა ჭირს. ამავე პერიოდიდან ჩვილი კვირაში 125 გრამს და მეტსაც იმატებს. მიღებული რძის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია საკონტოლო კვებისა და აწონის საშუალებით ან გამოწველილი რძის ოდენობის განსაზღვრით, თუმცა ვერც ეს მოგვცემს სრულ წარმოდგენას - ახალშობილი ხომ ძუძუს ხშირად და მცირე ულუფებით წოვს, ასე რომ, ერთ ჯერზე მიღებული რძის ოდენობა გადამწყვეტი არ გახლავთ.

თუ დედას მკერდი სტკივა

როცა ახალშობილი ძუძუს სწორად წოვს, დედას დისკომფორტის შეგრძნება არ უჩნდება და რძეც საკმარისი რაოდენობით გამოიყოფა. ტკივილი მხოლოდ პირველ წამებში შეიგრძნობა - მაშინ, როცა ჩვილი ძუძუსთავს პირში იდებს. თვით წოვის პროცესი კი მტკივნეული არ არის. თუ ბავშვის კვებისას ტკივილს გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი პაწია ძუძუს არასწორად წოვს. მოთმენას არ გირჩევთ, რადგან ასეთ დროს დვრილებზე ნახეთქები ჩნდება და მკერდის სტიმულაციაც (რძის წარმოქმნის თვალსაზრისით) არასრულფასოვანია. როგორ ვაწოვოთ:

  • წამოწექით ან დაჯექით მოხერხებულად;
  • ბავშვი მთელი სხეულით მკერდისკენ მიიბრუნეთ;
  • წოვის დროს პაწია მხრებით დაიკავეთ და არა თავით;
  • ჩვილმა პირი რომ გააღოს, საკმარისია, ძუძუსთავი მის ზედა ტუჩს შეახოთ;
  • ბავშვის კვებისას ნუ მოიჭყლეტთ დვრილს თითებით;
  • ძუძუსთავი ბავშვის სასისკენ მიმართეთ და არა ენისკენ;
  • წოვის დროს ბავშვის ნიკაპი დედის მკერდს უნდა ეკვროდეს;
  • წოვის პროცესს უნდა ხედავდეთ და გესმოდეთ ყლაპვის ხმა.

თუ წოვისას მკერდში ტკივილი იგრძენით:

  • შეუცვალეთ ბავშვს მდებარეობა;
  • ძუძუ გამოუღეთ და პირის კუთხეში თითი ნაზად ჩაუყავით. პაწია ყბებს გახსნის.
  • ამის შემდეგ ძუძუ ისევ ჩაუდეთ, თანაც რაც შეიძლება ღრმად.

არის შემთხვევები, როცა სამშობიაროში დედა და ახალშობილი ცალკე პალატაში არიან. ამის გამო ბავშვს 6-7-ჯერადი კვების რეჟიმი უყალიბდება. შინ მიყვანისთანავე ეცადეთ, შეუცვალოთ იგი, რადგან სტაბილური ლაქტაციისთვის (რძის გამომუშავებისთვის) მკერდის საკმარისი სტიმულაციაა საჭირო, ეს კი არ მოხდება, თუ ძუძუს დღეში 12 ჯერზე ნაკლებად აწოვებთ. კვების 6-7-ჯერადი რეჟიმი იქამდე მიგიყვანთ, რომ რძის წარმოქმნა პირველსავე თვეებში შეფერხდება. დამატებითი საკვების მიღება კი ბავშვს კვების პრობლემას კი გადაუჭრის, მაგრამ დედას რძე შეუმცირდება და საბოლოოდ ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა დაგჭირდებათ, ეს კი ფინანსურადაც არახელსაყრელია. ასე რომ, არჩევანი თავად გააკეთეთ - პირველ ხანებში 12-ჯერადი კვება დედის მხრივ სერიოზულ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს, სამაგიეროდ თქვენი პაწია უზრუნველყოფილი იქნება ყველაზე უსაფრთხო, სასარგებლო საკვებით და დაცული იქნება ასე მომრავლებული ვირუსების თავდასხმისაგან.