რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
დედის რძეში რამდენიმე ანტიბაქტერიული ნივთიერება აღმოაჩინეს
დედის რძეში რამდენიმე ანტიბაქტერიული ნივთიერება აღმოაჩინეს
მეცნიერთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე პრაქტიკული ექსპერიმენტის საფუძველზე დედის რძეში საინტერესო ანტიბაქტერიული ნივთიერებები აღმოაჩინა. კვლევის ოფიციალური შედეგები უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე ინგლისურენოვან ჟურნალში.

როგორც გაირკვა, დედის რძე, რომლითაც ჩვილი სიცოცხლის პირველ თვეებში იკვებება, საჭირო საკვები ნივთიერებების გარდა (მინერალები, ვიტამინები და სხვა), ბაქტერიციდული მოქმედებით გამორჩეულ რამდენიმე ნივთიერებასაც შეიცავს, შესაბამისად, ახალშობილის იმუნური სისტემა ძლიერდება და ორგანიზმს იცავს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისაგან.

მეცნიერთა განცხადებით, დედის რძე აღნიშნულ მოქმედებას ჩვილის ორგანიზმზე პირველი ორი თვის განმავლობაში ახდენს. შესაბამისი კვლევებით დადგინდა, რომ რძეში შედის ცილა ლაქტორფერინი. ეს
უკანასკნელი თავის შემადგენლობაში მოიცავს ფრაგმენტს, რომელიც განაპირობებს რძის სამკურნალო ეფექტს. სწორედ ამ ნივთიერების დახმარებით ორგანიზმი სენშეუვალი ხდება სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისათვის.

ამ ეტაპზე კვლევები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ცილა ლაქტორფერინის საფუძველზე შესაძლებელია ჩვილებისათვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატის შექმნა. ამ უკანასკნელის
გამოყენება შესაძლებელი იქნება ჩვილის სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე, რაც მთავარია, პრეპარატს არ ექნება გვერდითი მოვლენები, რადგან ის მხოლოდ სამიზნე უჯრედებზე იმოქმედებს. Eამგვარად, ეს იქნება ეფექტური და უსაფრთხო ანტიბიოტიკი ახალშობილებისთვის.

თინათინ გოცაძე


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ქირურგიული ინსტრუმენტებისა და იმპლანტების ზედაპირზე პათოგენური მიკროორგანიზმებისგან შემდგარი
26-06-2018
ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა.
07-05-2018
ბევრი, დალაგებისას, ანტიბაქტერიულ ხელსახოცებსა და სპრეის იყენებს, განსაკუთრებით ხშირად, მას სამზარეულოში მაგიდის და სამუშაო
06-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კარგი რძე შედარებით მოსქელო და ქათქათა თეთრი ფერისაა, განზავებულს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს
8-9 თვის ბავშვს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ბუთხუზა ჩვილებისთვის
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
ჩვენი მარკეტების დახლებს ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის ნაირსახეობა ამშვენებს, მათ შორისაა ავოკადო. შეიძლება თუ არა ის ბავშვის მენიუში ჩავრთოთ და როგორ?
მკითხველი


რაც მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ავოკადოს, მით მეტად დავაფასებთ ამ ეგზოტიკურ ნაყოფს.

გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ჩვენებურ მსხალს, მაგრამ მსხლისგან განსხვავებული გემო აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის