ალკოჰოლი კიბოს განვითარების რისკს ზრდის
ზრდის.
მკვლევარები ექსპერიმენტის ფარგლებში ვირთაგვებს ასმევდნენ ეთანოლის ხსნარს, შემდეგ კი მათი ღეროვანი უჯრედების დნმ-ს აანალიზებდნენ. აღმოჩნდა, რომ აცეტალდეჰიდი - ეთანოლის დაშლის პროდუქტი, იწვევს დნმ-ის დაზიანებას, კერძოდ, ორჯაჭვიან გაწყვეტებს, გარდა ამისა, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ვირთაგვებთან, რომელთა ორგანიზმშიც არ გამომუშავდება აცეტალდეჰიდის დამშლელი ფერმენტი, დნმ-ის დაზიანება 4-ჯერ უფრო ხშირია.
ორგანიზმი აცეტალდეჰიდის ზემოქმედებისაგან ორი გზით იცავს თავს. ჯერ ერთი აცეტალდეჰიდდეჰიდროგენაზას ჯგუფის ფერმენტთა დახმარებით აცეტალდეჰიდს გარდაქმნის აცეტატად, რომელიც შესაძლოა ენერგიის მისაღებად იქყოს გამოყენებული, მეორეც - დაზიანებული დნმ-ის აღდგენას ცდილობს.
თუმცა, ზოგ ადამიანთან (განსაკუთრებით აზიელებთან) თანდაყოლილი მუტაციები ორივე დამცველობითი სისტემის არარსებობას განაპირობებს, რაც თავის მხრივ ზრდის სიმსივნის, განსაკუთრებით კი საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს.
თინათინ გოცაძე