/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ვიტამინები და მინერალები ორსულობისას

ვიტამინები და მინერალები ორსულობისას
ყოველი ორსული ოცნებობს, ჯანმრთელი და ძლიერი შვილი გაუჩნდეს. რა როლი ეკისრება ნაყოფის განვითარებისთვის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, რა შეიძლება გამოიწვიოს მათი ცვლის დარღვევამ? ამ საკითხებზე სასაუბროდ ქალთა მე-10 კონსულტაციის მეან-გინეკოლოგს მზია დევდარიანს მივმართეთ. - როგორია მოთხოვნა ვიტამინებზე ორსულებში?- წამყვანი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ორსულთა 70-80%-ს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აქვს, ანუ მათი უმეტესობა გაუცნობიერებლად საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე ჩვილის ჯანმრთელობასაც.

ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება ერთიორად იმატებს. თუ ორსულობის დროს მართებულად იკვებებით, თქვენი ორგანიზმი რეგულარულად იღებს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს - ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი იზრდება.

- აუცილებელია თუ არა ვიტამინების მიღება და როდის?

- მომავალი დედის საკვებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზე. სადღეისოდ არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ ბავშვის მუცლადყოფნისას კვების დარღვევა ზრდის ზრდასრულ ასაკში მრავალი დაავადების განვითარების რისკს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებით. მედიკოსები გვირჩევენ, ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღება დავიწყოთ დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე, გავაგრძელოთ ორსულობის ბოლომდე და ძუძუთი კვების დროსაც. ვიტამინომინერალური კომპლექსები შემადგენლობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი საკმარისი რაოდენობით არ შეიცავდეს იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ორსულისთვის არის აუცილებელი, ამიტომ უმჯობესია, სპეციალურად ორსულთათვის განკუთვნილი კომპლექსი შევიძინოთ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ საკვებ დანამატებსა და ვიტამინურ კომპლექსებზე იმედის დამყარება არ არის მართებული, რადგან ეს მაინც ხელოვნურად სინთეზირებული პრეპარტებია. უმჯობესია, ორსულმა და მეძუძურმა დედამ აუცილებელი ვიტამინები და მინერალები ნატურალური პროდუქტებიდან მიიღონ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. რა მნიშვნელობა აქვს რკინას ორსულისთვის?

- რკინა მომავალი დედისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია. იგი მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების - წარმოქმნაში, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას, რაც აუცილებელია ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებისთვის. რკინის ნორმალური შემცველობა ორგანიზმში ხელს უწყობს მყარი იმუნიტეტის ფორმირებას, ბავშვის ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას - ლოგიკური აზროვნების, მეტყველების, სწავლის უნარის განვითარებას. გახსოვდეთ: მზარდი ნაყოფისთვის რკინა აუცილებელია სისხლის უჯრედების წარმოსაქმნელად. რკინა სჭირდება მომავალ დედასაც, რადგან ორსულობის დროს თითქმის 50%-ით იმატებს სისხლის მოცულობა.

შეკითხვა ექიმს
<p>-D ვიტამინი სისხლში რა ხნით რჩება ? ღვიძლი ინახავს მას?</p>

- რატომ ემართებათ ორსულებს, მეტადრე - განმეორებით მშობიარეებს, რკინადეფიციტური ანემია?

- ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო რკინადეფიციტური ანემია ორსულთა მესამედს უვითარდება. ეს, ისევე, როგორც ავიტამინოზი, ორსულებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, რომლის პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებას. რკინადეფიციტური ანემია მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 8-20%-ს აღენიშნება. ყოველი ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს რკინის დანაკარგი 900 მგ-ს შეადგენს. რკინის მარაგის აღსადგენად ორგანიზმს 4-5 წელი სჭირდება. თუ ქალმა ხელმეორედ ამ ვადაზე ადრე იმშობიარა, მას აუცილებლად განუვითარდება ანემია. რკინის დეფიციტი გარდაუვალია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ოთხზე მეტი შვილი ჰყავთ. ანემია, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში ვლინდება. მას თან სდევს ჟანგბადოვანი შიმშილი და ამის შედეგად განვითარებული პათოლოგია. ორსულობის დროს ისედაც იმატებს ჟანგბადის მოთხოვნილება, ანემია კი უფრო მეტად აღრმავებს ჰიპოქსიას - ჟანგბადოვან შიმშილს. რკინადეფიციტური ანემია განიხილება როგორც ტოტალური ორგანული პათოლოგია, რომელიც ყველა ორგანოსა და ქსოვილის - კანის ეპითელიუმის, სასუნთქი, კუჭ-ნაწლავისა და იმუნური სისტემების, თავის ტვინის - ფუნქციურ და მორფოლოგიურ დაზიანებას იწვევს.

- რა გავლენას ახდენს რკინის დეფიციტი ნაყოფის განვითარებაზე?

- ანემიის დროს ნაყოფის ზრდა-განვითარება შეფერხებულია. მძიმე ანემიის შემთხვევაში მოსალოდნელია ნაყოფის სიკვდილიც. ანემიით დაავადებულ ორსულთა ახალშობილებს აქვთ წონის მკვეთრი დეფიციტი და შედარებით ნელა აღიდგენენ ნორმას. რკინის დეფიციტი და მისი არასაკმარისი დაგროვება ხელს უწყობს ახალშობილებში რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბებას, ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევას, გონებრივი და მოტორული განვითარების შეფერხებას, ქრონიკული ჰოპოქსიის ჩამოყალიბებას, იმუნური სისტემის დათგუნვას.

კომენტარები (4)
მადონა
სად შეიძლება გაკეთდეს მონოციტების კეთილსინდისიერად სწორი და სანდო ანალიზი? განა ყველგან შესაძლებელია? ბევრგან მხოოლოდ შაბლინიდან წერენ პასუხებს ნორმებთან მიახლოებით.
თარიღი : 31-03-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

С ვიტამინი - კიბოს საწინააღმდეგო იაფი და უნივერსალური საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

С ვიტამინი - კიბოს საწინააღმდეგო იაფი და უნივერსალური საშუალება

ექსპერტებმა შეისწავლეს კიბოს უჯრედებში ამ ვიტამინის არსებობისას გლიკოლიზის (გლუკოზის მოლეკულის დაშლა, ენერგიის გამოყოფით) პროცესი. დადგინდა, რომ С ვიტამინს კიბოს უჯრედების მიტოქონდრიებში გლუკოზის ადენოზინტრიფოსფატად (ატფ) გარდაქმნის დათრგუნვა შეუძლია. ეს კიბოს ენერგეტიკულ კვებას ბლოკავს, ზრდა ჩერდება და შეიძლება უკუგანვითარებაც მოხდეს.

კიბოს საწინაარმდეგოდ С ვიტამინის გამოყენება პირველად ლაინუს პოლინგმა (ნობელის პრემიის ლაურეატი) გადაწყვიტა. კიბოსთან საბრძოლველად მას ვენაში პრეპარატის უზარმაზარი დოზები შეჰყავდა (დღეში 10000 მგრ, თუმცა დღიური ნორმა 100 ერთეულს არ აღემატება).

ლალი ჩხიკვაძე