სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვირთაგვეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხოველებზე რეგულარული ინტესიური დატვირთვა ორჯერ ამცირებს მათ ორგანიზმში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნის ზომას. აღნიშნული ეფექტის საიდუმლო ადრენალინის გამოყოფასა და იმუნური უჯრედების აქტივაციაშია. როგორც მეცნიერები აცხადებენ, პრინციპში ანალოგიური შედეგი შეიძლება ადრენალინის ხელოვნურად შეყვანამაც გამოიწვიოს.

საყურადღებოა, რომ მეცნიერებმა ვირთაგვებს მელანომისა და სხვა სიმსივნის უჯრედები გადაუნერგეს. როდესაც სიმსივნემ "ფეხი მოიკიდა" ცხოველთა ორგანიზმში, ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს მუდმივად არბენინებდნენ და ადრენალინის ინიექციებს უკეთებდნენ, მეორე ჯგუფი კი საკონტროლო იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ პირველი ანუ საცდელი ჯგუფის ცხოველებს სიმსივნური წარმონაქმნები 61-67 %-ით შეუმცირდათ. სპეციალისტებმა ნახეს, რომ ამ ძირითადი (საცდელი) ჯგუფის ცხოველთა ორგანიზმში ინტერლეიკინ-6-ის (იმუნური სისტემის სასიგნალო ნივთიერებაა) მნიშვნელოვანი აქტივაცია ხდებოდა. ეს უკანასკნელი "რთავდა" NK-უჯრედებს, რომლებიც უშუალოდ ონკოუჯრედების მკვლელი იმუნური უჯრედებია.

ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით ექსპერტები აცხადებენ, რომ სიმსივნისგან თავდასაცავად აქტიურად უნდა მივდიოთ სპორტს. ასეთი სტრატეგია ხელს შეუწყობს ადრენალინის გამოყოფას და NK-უჯრედების გააქტივებას.

თინათინ გოცაძე