ძუძუს კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატი
მიფეპრისტონი - სინთეზური სტეროიდული ანტიჰესტაგენური საშუალებაა. ის რეცეპტორულ დონეზე ბლოკავს პროგესტერონის მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატი ინიშნება ორსულობის შესაწყვეტად ადრეულ სტადიაზე (ამენორეის 42 დღემდე) და ექსტრემალური (პოსტკოიტალური) კონტრაცეპციისათვის (დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში).
სულ ახლახან მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მიფეპრისტონი შეიძლება კიბოსსაწინააღმდეგო ეფექტითაც ხასიათდებოდეს სარძევე ჯირკვლის აგრესიული კიბოს შემთხვევაში. როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ის თრგუნავს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ზრდას თაგვებში. სიმსივნის უჯრედების რაოდენობის შემცირება ხდება
KLF5 - ცილის (უზრუნველყოფს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას) დონის დაქვეითებით. მიფეპრისტონი თრგუნავს სიმსივნურ ღეროვან უჯრედებს, რნმ-ის მოლეკულით KLF5 აქტივობის კუპირების გზით.
ლალი ჩხიკვაძე