რით იკვებება კიბო და როგორ უნდა იკვებოთ ქიმიოთერაპიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით იკვებება კიბო და როგორ უნდა იკვებოთ ქიმიოთერაპიის შემდეგ

სუსტდება ან ნადგურდება და ორგანიზმი ადვილად შესაღწევი ხდება სხვადასხვა ტიპის ინფექციისთვის.

დიეტა და სწორი კვება დამატებითი ფაქტორებია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ქიმიოთერაპიას შეუძლია კიბოს მზარდი უჯრედების განადგურება, მაგრამ ის ძვლის ტვინში სწრაფად მზარდ ჯანსაღ უჯრედებსაც ანადგურებს, არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას და შესაძლოა დააზიანოს ისეთი ორგანოები, როგორებიცაა, მაგალითად, გული და ღვიძლი.

კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა მისი უჯრედების „შიმშილით მოკვლა“. როგორც ყველა უჯრედს, კიბოს უჯრედებსაც სჭირდებათ საკვები. რით იკვებებიან კიბოს უჯრედები:

1. კიბოს მთავარი საკვები შაქარია. „გადავუჭრათ შაქარი“ - ნიშნავს შევუწყვიტოთ კიბოს უჯრედებს მთავარი საზრდოს მიწოდება.

შენიშვნა: ორგანიზმისთვის შაქრის შემცვლელებიც მავნეა. საუკეთესო შემცვლელია თაფლი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. რაც შეეხება სუფრის მარილს, მას აქვს ისეთი ქიმიური შემადგენლობა, რომელიც უმჯობესია ზღვის მარილით ჩავანაცვლოთ.

2. რძე იწვევს ორგანიზმში ლორწოს წარმოშობას, განსაკუთრებით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლორწო კვებავს კიბოს. რძისა და მისი შემცვლელების მიღებას თუ შევზღუდავთ, კიბოს უჯრედებს „მოშივდებათ“.

3. კიბოს უჯრედები ყვავიან მჟავა გარემოში, ამიტომ საქონლისა და ღორის ხორცის ჭამა არამც და არამც არ შეიძლება. სასურველია მიირთვათ თევზი და ცოტაოდენი ქათმის ხორცი.

4. დიეტა, რომელიც 80%-ით ბოსტნეულისა და მისი წვენებისგან, აგრეთვე, ბურღულეულისა და ცოტა ხილისგან შედგება, ორგანიზმში ტუტე გარემოს ქმნის. დანარჩენი 20% შეიძლება იყოს მოხარშული საკვები, მათ შორის - ლობიო, რომელიც ადვილად შეიწოვება და 15 წუთის განმავლობაში ასაზრდოებს და აძლიერებს ჯანსაღი უჯრედების ზრდას.

5. ერიდეთ ყავას, ჩაის და შოკოლადს - ყველაფერს, რაც მდიდარია კოფეინით. საუკეთესო ალტერნატივაა მწვანე ჩაი, რომელსაც შესწევს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. წყალი, სასურველია, სვათ გამოხდილი ან გაფილტრული, რათა თავიდან აიცილოთ მასში არსებული ტოქსინებისა და მძიმე ლითონების ორგანიზმში მოხვედრა. ზოგიერთი საკვები დანამატი, მათ შორის - ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს საშუალებას აძლევს, წარმოქმნას ქილერები - უჯრედები, რომლებიც ანადგურებს კიბოს. კიბოს უჯრედები ვერ ხარობენ ჟანგბადიან გარემოში, ამიტომ საჭიროა ყოველდღიური ღრმა სუთქვა, რათა მიიღოთ მეტი ჟანგბადი უჯრედების დონეზე. ჟანგბადის თერაპია კიდევ ერთი საშუალებაა კიბოსგან განსაკურნებლად. ეს მოსაზრებები ეკუთვნის ქიმიოთერაპიის ავტორს, ჯონ ჰოპკინსს, რომელმაც წლების შემდეგ კიბოს დამარცხების ახალი გზის გასაჯაროება გადაწყვიტა.

კვების რეჟიმი ქიმიოთერაპიის დროს

ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ქიმიოთერაპიის დროს მსუყედ უნდა იკვებოს. პირიქით, სასურველია ზომიერი, ხშირი და მცირე ულუფებით კვება, მჟავე, ცხარე საკვების შეზღუდვა, განსაკუთრებით - პირველი ათი დღის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია, ანუ დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რათა ქიმიოთერაპიის თანმხლები ინტოქსიკაციური მოვლენები, მაგალითად, გულისრევა და ღებინება, თავიდან ავიცილოთ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ჰიდრატაცია წამლის მოქმედებას შეასუსტებს - „გამორეცხავს“ ორგანიზმიდან მედიკამენტის მოქმედ ნივთიერებას. ასე არ არის. პირიქით, ჰიდრატაცია მაქსიმალურად ხსნის გვერდით მოვლენებს. ქიმიოთერაპიის დროს მოსალოდნელია უმადობა ან მადის მომატება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

უმადობისას:

  • იკვებეთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად;
  • მიირთვით დღეში 5-6 მცირე ულუფა 3 დიდი ულუფის ნაცვლად;
  • ხშირად მიიღეთ წვენი და წვნიანი, თუ მყარი საკვები არ გინდათ;
  • ჭამამდე, მადის გასაღვიძებლად, ჰაერზე გაისეირნეთ;

მადის მომატების შემთხვევაში:

  • მიირთვით უცხიმო საკვები;
  • მიირთვით ბევრი ახალი ხილი;
  • ერიდეთ შაქრის შემცველ საკვებსა და ტკბილ სასმელს.

გულისრევის შეგრძნების დამარცხებაში დაგეხმარებათ ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური მედიკამენტი. სითხე - წყალი ან ჩაი (უმჯობესია, მწვანე) სვით ყლუპ-ყლუპად და არა ერთბაშად. ზოგჯერ ქიმიოთერაპია პირში მეტალის გემოს ტოვებს, ამიტომ მინის ან პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენეთ. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.