პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შარდით - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შარდით
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შარდით
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტესტი, რომელიც იყენებს აიროვან ქრომატოგრაფიას პაციენტის შარდში პროსტატის კიბოს ამოსაცნობად. ამ ტესტით შესაძლებელი იქნება პროსტატის სიმსივნური პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, ყოველგვარი ინვაზიური მეთოდის გარეშე, რომელიც გარდა იმისა, რომ ინფექციის შეტანის თვალსაზრისით საშიშროებას ქმნის, მეტად უსიამოვნო და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი პროცედურაა პაციენტებისთვის.

მეცნიერებმა გამოიყენეს აიროვანი ქრომატოგრაფიული სენსორული სისტემა Odoreader, რომელიც შემუშავდა ბრისტოლში არსებულ დასავლურ-ინგლისურ უნივერსიტეტში. ტესტირება წარმოებდა შარდის ნიმუშების მოწყობილობაში განთავსებით და იმ ალგორითმების გაზომვა-ანალიზით, რომლებიც ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს.

ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იყო პაციენტთა დიფერენცირება. სენსორი სწორედ
ახდენდა უროლოგიური კიბოთი დაავადებული პაციენტების შარდში გამოყოფილი მფრინავი შენაერთების სტრუქტურათა იდენტიფიცირებას, ზუსტად განასხვავებდა პროსტატის და შარდის ბუშტის კიბოთი დაავადებული პაციენტების ნიმუშებს. ამან სპეციალისტები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ეს არის გადატრიალება დიაგნოსტიკაში, რადგან ყოველგვარი ინვაზიური ჩარევების გარეშე, მარტივად, შარდის ანალიზით იქნება შესაძლებელი ადრეულ სტადიაზე პროსტატის კიბოს გამოვლენა.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
დამისვეს მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი - რას ჰყვება 29 წლის
12-10-2018
სელფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოულოდნელი განაცხადი გააკეთეს. მათ დაადგინეს, რომ ხამანწკებსა და
09-10-2018
2010 წელს - La Vie en Rose შეუერთდა მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქალებს, რომლებსაც შეეხო ეს პრობლემა.
03-10-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კითხვას პასუხობს "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ხელმძღვანელი,
ექიმი, რომელსაც ყველა პაციენტი უყვარს - სწორედ ასეთია ცნობილი მამოლოგი, ონკოქირურგი დინა ნემსაძე,
სელფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოულოდნელი განაცხადი გააკეთეს. მათ დაადგინეს, რომ ხამანწკებსა და
გაიგეთ, რამდენად ხშირია სიმსივნით დაავადების შემთხვევები ქვეყნების, ასაკობრივი ჯგუფების და სიმსივნის ტიპების მიხედვით:
სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში, წითელი ხორცისა და ალკოჰოლის შეზღუდვა ექიმების ძირითადი
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით