ონკოლოგები ქალებს თმის ხშირად შეღებვას არ ურჩევენ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ონკოლოგები ქალებს თმის ხშირად შეღებვას არ ურჩევენ
ონკოლოგები ქალებს თმის ხშირად შეღებვას არ ურჩევენ
ქალები, რომლებიც თმის შეღებვის მიზნით, ხშირად სტუმრობენ სილამაზის სალონებს, გარკვეული რისკის ქვეშ იმყოფებიან. პრინცესა გრეის ჰოსპიტლის კვლევებმა აჩვენა კავშირი თმის ხშირად შეღებვასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას შორის.

დამტკიცდა, რომ რისკი მინიმუმ 14%-ით იზრდება, თუ ქალი წელიწადში 6-ჯერ იღებავს თმას. კიბოს განვითარების ალბათობა იზრდება თმის საღებავში შემავალი მავნე ნივთიერებების გამო. კანიდან ხდება ამ ნივთიერებების შეწოვა, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება კანცეროგენები.

პოტენციურ კანცეროგენად აღიარეს ასევე ჰიგიენური ტუჩსაცხი. მომხმარებელთა ინტერესების დამცველმა ფრანგულმა მსხვილმა კომპანიამ Que Choisir ჰიგიენური ტუჩსაცხის ხარისხის კვლევა შეუკვეთა. აღმოჩნდა, რომ
საცდელი ნიმუშების 50% შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერებებს.

საერთო ჯამში, კვლევისთვის შეიძინეს ტუჩის სხვადასხვა ფირმის ბალზამის 21 ნიმუში, მათ შორის მსხვილი კოსმეტიკური ბრენდების. მათგან 10 შეიცავდა კანცეროგენულ ნივთიერებებს. მაგალითისთვის, ზოგიერთ ნიმუშში აღმოაჩინეს მინერალური ეთერზეთები ნაჯერი ნახშირწყლებით, რომლებმაც ორგანიზმში მოხვედრისას შეიძლება ლიმფური კვანძების და ღვიძლის ანთება გამოიწვიოს. ტუჩის
ბალზამის შემადგენლობაში ეს ნივთიერებები განსაკუთრებით საშიშია, იმდენად, რამდენადაც გადაყლაპვის რისკი მაღალია.


ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ცოტა ხნის წინ მოსკოვში მოღვაწე ღვიძლის და სანაღვლე გზების ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ახალაძე შემოუერთდა.
13-08-2018
შარდის ბუშტის კიბო ერთ-ერთი ვერაგი ონკოლოგიური დაავადებაა. მისი განვითარების რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია:
11-08-2018
მეცნიერებმა შეიმუშავეს ტატუირების მეთოდი (ახალი ტატუ), რომელსაც რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა
23-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ნეირობლასტომის დროს მეტასტაზების განვითარებას
მეცნიერებმა შეიმუშავეს ტატუირების მეთოდი (ახალი ტატუ), რომელსაც რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
თავის ტვინის ონკოლოგიური დაზიანება სიმსივნის ერთ-ერთი იშვიათი ფორმაა, თუმცა, ეს პათოლოგია ყველაზე საშიშ
გერმანელმა მკვლევარებმა კანის არამელანომური კიბოს განვითარებასა და ღია ცის ქვეშ მუშაობას შორის კავშირის
სამწუხაროდ, სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკა უხშირესად ბოლო სტადიებზე, უკვე შორსწასულ (და
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868