პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი

ხორცი, მაგალითად ბეკონი, ლორი, სალიამი. ხორცის შენახვის ვადის გასაზრდელად და მისი გემოვნებითი თვისებების შესაცვლელად მასში უმატებენ ნიტრატებსა და ნიტრიტებს, რომლებიც კანცეროგენებს წარმოადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დღეში მხოლოდ 50 გრ გადამუშავებული ხორცის (ორი ნაჭერი ბეკონის ეკვივალენტი) მიღება ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 18%-ით ზრდის.

როგორც კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტო ამტკიცებს, იმ ფაქტორების ნუსხაში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ონკოლოგიის რისკს, შედის პესტიციდები, საკვები დანამატები და ხელოვნური დამატკბობლები. თუმცა დღეისათვის მეცნიერულად დამტკიცებული არაა პირდაპირი კავშირი მათ მოხმარებასა და კიბოს განვითარებას შორის.

ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენებას, დამუშავებულ ხორცთან ერთად, ხელს უწყობს სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ცუდი კვება და ალკოჰოლის მოხმარება. მოწევა დაახლოეით 15 სახეობის ონკოლოგიის რისკ- ფაქტორს და ბრიტანეთში კიბოს შემთხვევათა 15% მიზეზს წარმოადგენს. ალკოჰოლი კიბოს შემთხვევათა 3%-ის მიზეზია.

კიბოთი დაავადების ალბათობის შესამცირებლად, მეცნიერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ე.წ. სუპერპროდუქტები: კურკუმა, მწვანე ჩაი, მოცვი, ბროწეული, ცხიმიანი თევზი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, უჯრედისი. თუმცა არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს იმისა, რომ მათ შეუძლიათ ონკოლოგიის პროფილაქტიკა. ასევე რეკომენდებულია წონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში და მოწევისთვის თავის დანებება.

ლალი ჩხიკვაძე