კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი

დაგვიანებული) ეტაპზე ხდება, მაშინ, როცა სიმსივნური უჯრედები მთელ ორგანიზმშია გავრცელებული. ამ მომაკვდინებელ სენთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის დროულად (საწყის სტადიებზე) გამოვლენას.

ამერიკელმა მკვლევარებმა დაასახელეს კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი.

აღნიშნულ სიმპტომთა შეუღლების (ერთდროულად გამოვლენის) შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ არ დავაყოვნოთ ექიმთან ვიზიტი. ამ გზით შესაძლებელი იქნება დაავადების დროულად დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ტემპერატურას, რადგან ის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების პროცესში ხანგრძლივად მომატებულია ხოლმე 37,1-38,0 გრადუსის ფარგლებში. ტემპერატურის მომატება არ არის ჭეშმარტი ონკოლოგიური სიმპტომი, თუმცა, ერთ-ერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანია - აღნიშნავენ სპეციალისტები.

ამერიკელ ონკოლოგთა საზოგადოების მედიკოსები კიბოს გამოხატული სიმპტომებიდან ასახელებენ წონაში კლებას, აუხსნელი მიზეზით, როცა ადამიანი არც სპორტს მისდევს და არც დიეტას იცავს. არაჯანსაღი (არაჯანმრთელი) ორგანიზმის მანიშნებელია აგრეთვე მუდმივად ძილიანობა და მომატებული დაღლილობის შეგრძნება, რაც მთავარია უმიზეზოდ, როდესაც ამ სიმპტომებს არანაირი საფუძველი არ აქვს და ადამიანი მას კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს.

დასასრულ კი სპეციალისტებმა ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სიმპტომებად გამოყვეს ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები ტუჩებზე.

საზოგადოდ, ექიმები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ შეგრძნებებს, სისტემატურად ჩავიტაროთ სამედიცინო შემოწმება, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადება და დროულადვე დაიწყოს მისი სათანადო მკურნალობა.

თინათინ გოცაძე