სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე

თითოეული ტიპის ახალწარმონაქმნი გამოიმუშავებს საკუთარ ონკომარკერს ან მათ კონკრეტულ ნაკრებს. თუ ადამიანის ორგანიზმში განვითარდა ავთვისებიანი სიმსივნე, მის მიერ გამომუშავებული უჯრედები ანალიზისას შესაძლოა ონკოლოგიურ მარკერებზე გამოვლინდეს.

რა საჭიროა ანალიზი ონკოლოგიურ მარკერებზე?

ონკომარკერებზე სისხლის ანალიზი განკუთვნილია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის, როდესაც დიაგნოსტიკის სხვა მეთოდები უეფექტოა. ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რენტგენი მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც სიმსივნე განვითარებას იწყებს.

ანალიზის გაშიფვრის შემდეგ ექიმმა შეიძლება დაადგინოს, რომელი სიმსივნე წარმოიქმნება - კეთითვისებიანი თუ ავთვისებიანი, ასევე განსაზღვროს ახალწარმონაქმნის სტადია და რეციდივის რისკი. ონკომარკერებზე სისხლის ანალიზის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტური პროგრამის შესადგენად.

ონკომარკერებზე ანალიზი საჭიროა:

  • კიბოს ნაადრევად გამოსავლენად;
  • მეტასტაზების დიაგნოსტიკისთვის უსიმპტომობის ფონზე;
  • კიბოს მაქსიმალურად შედეგიანი თერაპიის პროგრამის შესადგენად;
  • წინასწარი დიაგნოზის სისწორისა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

სისხლი და ონკომარკერები - მნიშვნელოვანი ნიუანსი

გასათვალისწინებელია ის, რომ ონკომარკერებს ჯანმრთელი ადამიანის სისხლიც შეიცავს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით. ამიტომ ონკომარკერების გამოვლენა ყოველთვის არ მეტყველებს სიმსივნის განვითარებაზე. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია მის სისხლში ონკომარკერი. ამასთან, მათი რაოდენობა ნორმაზე მეტია, თუ ადამიანს განუვითარდა ინფექციური ან ანთებითი დაავადება, კისტა ან კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი.

როგორ ტარდება სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე

როგორც წესი, ერთი კვლევა მხოლოდ ერთი ტიპის ონკომარკერის გამოვლენის საშუალებას იძლევა, იშვიათად - ორი ან სამი ტიპისას. კვლევის ჩასატარებლად იღებენ სისხლს, თუმცა ზოგჯერ ნაღვლისა და შარდის ანალიზიც კეთდება.

ონკომარკერებზე სისხლის ასაღებად მოსამზადებლად:

  • არ უნდა მიიღოთ საჭმელი სისხლის აღებამდე 8 საათის განმავლობაში;
  • არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

სისხლს იღებენ ვენიდან. ანალიზის შედეგები ერთი დღის შემდეგ არის ცნობილი.

მედიცინაში ცნობილია ადამიანის ორგანიზმში არსებული 200-ზე მეტი სპეციფიკური ნივთიერება. კვლევისათვის მნიშვნელობა მათ ძირითად, დაახლოებით ათამდე სახეობას ენიჭება. იმის გასაგებად, ზუსტად რომელი სიმსივნე ვითარდება, ექიმებს სწორედ ეს ონკომარკერები ეხმარება. თითოეულ ონკომარკერს თავისი ნორმული მაჩვენებელი აქვს. სისხლის შემცველობის რეალურ დონესთან მისი შედარება პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ წარმოდგენას იძლევა.

ძირითადი ონკომარკერების გაშიფვრა და დასაშვები ნორმები:

  • პროსტატის სპეციფიკური ანტიგენს - პსა-ს (PSA), გამოიმუშავებს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე. ნორმის დროს მისი შემცველობა 4ნგ/მლ-ია. 4-10ნგ/მლ მიუთითებს პროსტატის კიბოს განვითარების საშიშროებაზე, 10 ნგ/მლ კი პათოლოგიად ითვლება.
  • CEA (Carcinoembryonic Antigen - კარცინოემბრიონული ანტიგენი). ნორმისას ონკომარკერის შემცველობა 5 ნგ/მლ-მდეა, 5-8 ნგ/მლ განიხილება როგორც მოსაზღვრე მდგომარეობა, პათოლოგიად ითვლება ამ ონკომარკერის 8 ნგ/მლ-ზე მაღალი შემცველობა. აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია ფილტვის, სწორი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის, საკვერცხის, ძუძუს, ფარისებრი ან კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარება.
  • ონკომარკერ СА-125-ს გამოიმუშავებს საკვერცხის კიბო. ნორმა 30 МЕ/მლ-მდეა. 30-40 МЕ/მლ დონე აღნიშნავს კიბოს განვითარების მაღალ რისკს, ამ ონკომარკერის 40 МЕ/მლ-ზე მაღალი შემცველობისას ექიმი უკვე საკვერცხის კიბოს არსებობას განიხილავს.
  • СА-19-9 - გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარებისას. ნორმა შეადგენს 30 МЕ/მლ-მდე, საშიში მნიშვნელობისაა - 30-40 МЕ/მლ, 40 МЕ/მლ-ზე მაღალი მაჩვენებლისას ვითარდება კიბოს ახალწარმონაქმნი.
  • СА-15-3 - ძუძუს კიბოს ონკომარკერია. ნორმის დროს უნდა იყოს არა უმეტეს 38 МЕ/მლ-ისა.
  • СА-242 - კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ონკომარკერია. მისი საშუალებით დიაგნოსტირდება სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოც. ნორმის დროს უნდა იყოს არა უმეტეს 30 МЕ/მლ СА-242.
  • UBჩ - შარდის ბუშტის კიბოს ონკომარკერია. ნორმული შემცველობა სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 15 ნგ/მლ-ს.
  • ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (ბHჩG) - ამ ჰორმონის დონის მომატება აღინიშნება ორსულ ქალებთან. არაორსულებისათვის ნორმა 5 МЕ/მლ-ია, მამაკაცებისთვის - არა უმეტეს 2,5 МЕ/მლ. თუ ჰორმონის დონე 10 МЕ/მლ-ს აჭარბებს, სავარაუდოდ, პლაცენტის ან საკვერცხის ქორიონკარცინომის, ტროფობლასტური სიმსივნის, საკვერცხის კიბოს განვითარებასთან გვაქვს საქმე.
  • ალფაფეტოპროტეინი AFP. ჰორმონი მხოლოდ ორსული ქალების სისხლშია და ნორმისას 15 МЕ/მლ-ს არ აღემატება. თუ არაორსული ქალის სისხლში აღმოჩნდა, ისმება ონკოლოგიის დიაგნოზი. ძირითადად, ეს ღვიძლის კიბოა.
  • ბეტა-2 მიკროგლობულინი. საშუალოდ მისი შემცველობა უნდა იყოს 670-დან 2140 ნგ/მლ-მდე. დასაშვებ დონეზე მეტად მომატება მეტყველებს შემდეგი დაავადებების განვითარებაზე: ლიმფომა, მრავლობითი მიელომა, В-უჯრედის ლიმფოციტური ლეუკემია.

ონკომარკერის მხოლოდ ერთი ანალიზით არ შეიძლება ზუსტი დიაგნოზის დასმა, ამიტომ თანამედროვე კლინიკებში პარალელურად ტარდება კლინიკური კვლევები ახალი თაობის აპარატურის გამოყენებით.