ახალი ტესტი მელანომას რამდენიმე საათში ავლენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი ტესტი მელანომას რამდენიმე საათში ავლენს

დიაგნოსტიკა კი მკურნალობის დროულად დაწყებისა და პაციენტთა გადარჩენის საშუალებაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კიბოს გავრცელებული ფორმა აღენიშნება.

ახალი ტესტი მელბურნის მკვლევარებს ეკუთვნით. მათი განცხადებით, ახალმა ტესტმა უკვე გადაარჩინა მელანომით დაავადებული ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. ამ ქალს ავსტრალიიდან, ახალგაზრდა დედას, ნატაშა სტორკს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. მშობიარობიდან სულ რამდენიმე კვირაში მას კუჭის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო. ახალი ანალიზის დახმარებით მედიკოსებმა მას მე-4 სტადიის მეტასტაზირებული მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა ქალს მეტასტაზები აღმოაჩნდა კუჭში, წვრილ ნაწლავში, ღვიძლსა და ბარძაყის ძვალში.

ექიმებმა მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ახალგაზრდა პაციენტის სიმსივნის ტიპი გაირკვა. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, ინვაზიური პროცედურების ჩატარებას მიმართავენ ხოლმე, რომელთა მიმდინარეობისას ქსოვილოვან ნიმუშს იღებენ. ამჯერად ექიმებმა ქალს მხოლოდ სისხლის ანალიზი ჩაუტარეს და შედეგი სულ ექვსიოდე საათში მიიღეს. სპეციალისტებმა სიმსივნურ უჯრედებში BRAF–მუტაცია აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს მკურნალობა. ნატაშა სტორკს ამ ეტაპზე რემისია აღენიშნება.

როგორც პროფესორ-ონკოლოგი ჯონათან სებოი განმარტავს, "მელანომის გავრცელებული ფორმით დაავადებულ პაციენტებს არ აქვთ დროის დაკარგვის უფლება, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულად დაწყებას, ამისათვის კი უპირველესად სწორი დიაგნოზია საჭირო. სადღეისოდ სწრაფი სადიაგნოზო ტესტი გამოიყენება ფილტვის სიმსივნისა და მელანომის სადიაგნოზოდ, ახლო მომავალში კი სხვა ტიპის სიმსივნეების გამოსავლენი ტესტებიც შემუშავდება".

თინათინ გოცაძე