შავი ღვინო პროსტატის კიბოსგან იცავს
გამოკვლევების თანახმად, ყოველდღიურად, ერთი ჭიქა შავი ღვინის მიღებით, შესაძლებელია პროსტატის კიბოს რისკის შემცირება. თეთრი ღვინო კი შესაბამის რისკს ამაღლებს.
შავი ღვინის ზომიერი მიღება რისკს დაახლოებით 12%-ით ამცირებს. საიდუმლო შავ ღვინოში პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციაშია. ამ ნაერთებს ანთებისსაწინააღმდეგო და კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ცნობილია, რომ შავ ღვინოში პოლიფენოლები დაახლოებით 20-ჯერ მეტია, ვიდრე თეთრ ღვინოში.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შავი ღვინის დადებითი ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ადამიანი დღეში ერთ ჭიქას მიირთმევს, მეტის მიღების შემთხვევაში პოზიტიური ეფექტი იკარგება.
ამასთან ერთად, მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ პროსტატის კიბოს გამომწვევი ყველა რისკ ფაქტორი - მოწევა, რაციონში შაქრისა და წითელი ხორცის სიჭარბე, გენეტიკური განწყობა.
ლალი ჩხიკვაძე