ქიმიოთერაპია: სახელმძღვანელო პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ქიმიოთერაპია: სახელმძღვანელო პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის
ქიმიოთერაპია: სახელმძღვანელო პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის
ქვემოთ მოყვანილი ვრცელი რეკომენდაციები მედიქლაბჯორჯიას ონკოლოგმა ნია შარიქაძემ მოამზადა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ქიმიოთერაპიის გაკეთება უწევს. მადლობას ვუხდით მას ამ მეტად საჭირო რჩევების მოწოდებისთვის. ყურადღებით წაიკითხეთ და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ ყველა რეკომენდაცია. ეს თქვენ ქიმიოთერაპიის ჩატარების პერიოდს გაგიადვილებთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. მაშ ასე, მივყვეთ რეკომენდაციებს:

თქვენ შეგატყობინეს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე გაქვთ. თქვენ შეისწავლეთ და განიხილეთ მკურნალობის შესაძლო ვარიანტები და თქვენ და თქვენი მკურნალი ექიმი შეთანხმდით, რომ საუკეთესო არჩევანი ქიმიოთერაპიაა. ბუნებრივია, თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები ქიმიოთერაპიით (ანუ ქიმიით) მკურნალობის შესახებ.

გახსოვდეთ, რომ თქვენი მკურნალობის შესახებ მასალების წაკითხვასთან ერთად, ცხადია, ამომწურავ პასუხებს მიიღებთ თქვენი ექიმისა და ექთნისაგან.

ამ ბუკლეტის ბოლოს თქვენ ნახავთ ლექსიკონს, რომელიც განმარტავს იმ ტერმინებს, რომელსაც იყენებენ თქვენს ჯანმრთელობაზე მზრუნავი ექიმები და ექთნები. ის ტერმინები, რომლებიც დაბეჭდილია დახრილი შრიფტით მათი პირველად გამოყენებისას ბუკლეტის ტექსტში,
ასევე შეტანილია ამ ლექსიკონში. ლექსიკონის გამოყენება დაგეხმარებათ მეტად გაერკვეთ და ინფორმირებულად წარმართოთ საუბრები მედიცინის მუშაკებთან, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. მათთან ღია და გულწრფელი საუბარი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ უკეთ გააცნობიეროთ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები.



შევიტყოთ მეტი ქიმიოთერაპიით მკურნალობის შესახებ


რა არის ქიმიოთერაპია და როგორ მოქმედებს იგი?

ქიმიოთერაპია ნიშნავს სხვადასხვა მედიკამენტების მკურნალობის მიზნებისათვის გამოყენებას. ძალიან ხშირად ამგვარ მკურნალობას "ქიმიას" უწოდებენ. ქირურგია და სხივური თერაპია ანადგურებს, კლავს ან აზიანებს ავთვისებიან სიმსივნეს უჯრედებს კონკრეტულ ზონაში, თუმცა ქიმია მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ქიმიას შეუძლია, გაანადგუროს ავთვისებიანი სიმსივნის ის უჯრედები, რომლებსაც აქვთ მეტასტაზები ან გავრცელდა იმ ორგანოებში, რომელიც სიმსივნის კერიდან დაშორებულია.

ქიმიის ჩასატარებლად 100-ზე მეტი მედიკამენტი გამოიყენება სხვადასხვა კომბინაციაში. შესაძლებელია მკურნალობისას ერთზე მეტი მედიკამენტის გამოყენება - ასეთ მკურნალობას კომბინირებული ქიმიოთერაპია ეწოდება. სხვადასხვა მედიკამენტების კომბინაცია სხვადასხვაგვარად მოქმედებს ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებზე და კლავს ავთვისებიანი სიმსივნის უფრო მეტ უჯრედს. აგრეთვე, მცირდება იმის შესაძლებლობა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე რეზისტენტული იყოს ქიმიის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

თქვენ და თქვენი ექიმი იღებთ გადაწყვეტილებას მედიკამენტისა და მათი კომბინირების შესახებ. თქვენი ექიმი შეარჩევს დოზებს, სიხშირესა და მკურნალობის ხანგრძლივობას. ყველა ასეთი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ავთვისებიანი სიმსივნის სახეობაზე, მის ლოკალიზაციაზე და იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს იგი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასა და, ზოგადად, ჯანმრთელობაზე.



რა არის ქიმიის მიზანი?

ავთვისებიანი სიმსივნის ტიპისა და სტადიის მიხედვით (ანუ, იმის მიხედვით, რამდენად გავრცელებულია იგი), ქიმიის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნებისთვის:

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა

  • ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელების შეჩერება
  • ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის შენელება
  • ავთვისებიანი სიმსივნის იმ უჯრედების განადგურება, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე
  • ავთვისებიანი სიმსივნის მიერ გამოწვეული სიმპტომების აღმოფხვრა

მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ დანიშნული ქიმიის მიზანზე.


არის თუ არა ქიმია ერთადერთი გამოსავალი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ?

ზოგ შემთხვევაში ქიმია თქვენთვის საჭირო მკურნალობის ერთადერთი მეთოდია. უფრო ხშირად კი, ქიმია გამოიყენება ქირურგიულ ჩარევასა და სხივურ თერაპიასთან ერთად და სწორედ ამ შემთხვევაში :

ქიმია გამოიყენება სიმსივნის შესამცირებლად ქირურგიული ჩარევისა თუ სხივური თერაპიის წინ

მისი გამოყენება შესაძლებელია ოპერაციის ან სხივური თერაპიის შემდეგაც, დარჩენილი ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების გასანადგურებლად.

აგრეთვე, მისი გამოყენება შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის რეციდივის შემთხვევაში.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში ავთვისებიანი სიმსივნის დარჩენილი უჯრედების გასანადგურებლად, ჩატარებულ ქიმიას დამხმარე (ადიუვანტურ) თერაპიას უწოდებენ. როდესაც ქიმია გამოიყენება ოპერაციამდე, სიმსივნის შესამცირებლად, მას ნეოადიუვანტურ თერაპიას უწოდებენ



ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 19-08-2018
ოთარ
საქართველოში რატომ არის ონკოლოგიურ ავადმყოფებზე ძირითადად ქიმიოთერაპია საჭირო , როცა ევროპაში ნაკლებად მიმართავენ. ქიმია ხომ გარდა მეტასტაზებისა ანადგურებს სხვა ჯანმრთელ უჯრედებს. ჩვენთან ყველაფერ საეჭვოზე ქიმიოთერაპიას გეუბნებიან
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმი, რომელსაც ყველა პაციენტი უყვარს - სწორედ ასეთია ცნობილი მამოლოგი, ონკოქირურგი დინა ნემსაძე,
სელფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოულოდნელი განაცხადი გააკეთეს. მათ დაადგინეს, რომ ხამანწკებსა და
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტესტი, რომელიც იყენებს აიროვან ქრომატოგრაფიას
გაიგეთ, რამდენად ხშირია სიმსივნით დაავადების შემთხვევები ქვეყნების, ასაკობრივი ჯგუფების და სიმსივნის ტიპების მიხედვით:
სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში, წითელი ხორცისა და ალკოჰოლის შეზღუდვა ექიმების ძირითადი
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით