კიბოს საწინააღმდეგო პერსონალური ვაქცინა - პირველი წარმატებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
კიბოს საწინააღმდეგო პერსონალური ვაქცინა - პირველი წარმატებები
კიბოს საწინააღმდეგო პერსონალური ვაქცინა - პირველი წარმატებები
ბოლო წლებში მეცნიერმა ონკოლოგებმა გადაწყვიტეს კიბოსთან ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული და ახალი მეთოდი - პერსონალური ვაქცინა გამოიყენონ. ამ სრულიად ახალი მიდგომის ეფექტურობისა და უსაფრთხოების პირველი კლინიკური გამოცდა დასრულებულია. შედეგები დიდ ოპტიმიზმს ბადებს. კიბოს საწინააღმდეგო პერსონალურმა ვაქცინამ საპილოტე ტესტირება 25 პაციენტზე გაიარა. კვლევა ჩატარდა პენსილვანიის უნივერსიტეტის აბრამსონის სახელობის კიბოს ცენტრში.

თითოეული პაციენტისთვის შეიქმნა ინდივიდუალური ვაქცინა მისივე იმუნური უჯრედების საფუძველზე. მეცნიერები ამ უჯრედებს წინასწარ შეგნებულად აცნობდნენ სიმსივნურ უჯრედებს. პაციენტის საკუთარი სიმსივნური უჯრედების (რომლებიც მუტაციების უნიკალურ ნაკრებს შეიცავდა) გამოყენება ორგანიზმში გლობალური იმუნური პასუხის პროვოცირებას ახდენდა.
თანაც არა მხოლოდ კონკრეტული სიმსივნის წინააღმდეგ, არამედ, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სხვა, მსგავსი სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგაც, რომლებსაც ანალოგიური "გენეტიკური ხელწერა" ჰქონდათ.

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პაციენტთა ნახევარს სიმსივნის საწინააღმდეგო თ-უჯრედული რეაქციის ნიშნები აღენიშნებოდა და ეს კატეგორია გაცილებით მეტხანს ცოცხლობდა სიმსივნის პროგრესირების გარეშე, ვიდრე აუცრელი პაციენტები.

შედარებისთვის, ვაქცინაციის შემდეგ პაციენტთა 100% სულ მცირე 2 წელს მაინც ცოცხლობდა, მაშინ, როცა აუცრელი პაციენტების მხოლოდ 25 % აგრძელებლდა სიცოცხლეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
ყველა ეს მონაცემი ოპტიმიზმის დიდ საფუძველს ქმნის. იქნებ პერსონალურმა ვაქცინაციამ, მართლაც იხსნას სიმსივნით დაავადებულები და მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივოს მათ სიცოცხლე.

თინათინ გოცაძე

ტეგები: კიბო ვაქცინა
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ცოტა ხნის წინ მოსკოვში მოღვაწე ღვიძლის და სანაღვლე გზების ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ახალაძე შემოუერთდა.
13-08-2018
შარდის ბუშტის კიბო ერთ-ერთი ვერაგი ონკოლოგიური დაავადებაა. მისი განვითარების რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია:
11-08-2018
ქალები, რომლებიც თმის შეღებვის მიზნით, ხშირად სტუმრობენ სილამაზის სალონებს, გარკვეული რისკის ქვეშ
10-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქალები, რომლებიც თმის შეღებვის მიზნით, ხშირად სტუმრობენ სილამაზის სალონებს, გარკვეული რისკის ქვეშ
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ნეირობლასტომის დროს მეტასტაზების განვითარებას
მეცნიერებმა შეიმუშავეს ტატუირების მეთოდი (ახალი ტატუ), რომელსაც რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
თავის ტვინის ონკოლოგიური დაზიანება სიმსივნის ერთ-ერთი იშვიათი ფორმაა, თუმცა, ეს პათოლოგია ყველაზე საშიშ
გერმანელმა მკვლევარებმა კანის არამელანომური კიბოს განვითარებასა და ღია ცის ქვეშ მუშაობას შორის კავშირის
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868