დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით გამორჩეული არ არის - ამირან გამყრელიძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით გამორჩეული არ არის - ამირან გამყრელიძე

ინფორმაციით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით გამორჩეული არ არის. ასე უპასუხა გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კომპანია "არემჯი გოლდის" მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო რეგიონში არსებული ვითარებას ეხებოდა.

"დმანისისა და ბოლნისის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში მოსახლეობის გამოკვლევები რამდენჯერმე გვაქვს ჩატარებული. 2016 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იქ ჩაატარა მოსახლეობის პროფილაქტიკური შემოწმება. ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს იმ რეგიონში არსებულ ვითარებას დაავადებების სტატისტიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სიმსივნის მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ქვემო ქართლის რეგიონი, დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია არ გამოირჩევა სიმსივნის მაჩვენებლის სიდიდით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის შემოწმებები დროთა განმავლობაში ტარდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ დასრულდა მოლაპარაკება სახელმწიფოსა და "არემჯი გოლდს" შორის, გამყრელიძემ განმარტა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იმის შესახებ, აღნიშნული კომპანია დააფინანსებდა თუ არა ხანგრძლივადიან ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევას მოსახლეობისა, რათა ცნობილი გამხდარიყო, რეალურად, იქ არსებული ფაქტორები იწვევს თუ არა განსაკუთრებულ დაავადებებს.

"ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. როგორც ვიცი, ჯერჯერობით იხილავენ ამ საკითხს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.