სისხლის უნივერსალური ანალიზი სიმსივნის აღმოსაჩენად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის უნივერსალური ანალიზი სიმსივნის აღმოსაჩენად

CancerSEEK, რომელიც რვა, ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

სიმსივნური უჯრედები გამოყოფენ სახეშეცვლილი (მუტაციური) დნმ-ის უბნებსა და ცილა-ონკომარკერებს.

ახალი ტესტის მოქმედების მექანიზმი სწორედ სისხლის პლაზმაში რვა ონკომარკერისა და 16 გენში არსებული მუტაციის გამოვლენის შესაძლებლობას ეფუძნება.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს 10005 პაციენტი, რომლებსაც დასმული ჰქონდათ კუჭის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, ღვიძლის, საკვერცხის, ფილტვისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი.

CancerSEEK ანალიზმა პათოლოგია გამოავლინა პაციენტთა 70 %-თან, მგრძნობელობის შემდეგი მაჩვენებლით _ 98 % -დან (საკვერცხის კიბო) 33 %-მდე (ძუძუს კიბო). ადრეულ სტადიაზე პათოლოგია შემთხვევათა 40 %-ში გამოვლინდა. ტესტის სპეციფიკურობა კი 99 %-ს შეადგენდა.

მოგეხსენებათ, სიმსივნური პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე გამოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებასთან ბრძოლისა და პაციენტთა გადარჩენის კუთხით. შესაბამისად, ამ ახალ ტესტზე მკვლევარები დიდ იმედებს ამყარებენ. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რადგან ტესტის ეფექტურობის საბოლოო შეფასებისთვის, აუცილებელია მისი მგრძნობელობის განსაზღვრა-შესწავლა პაციენტთა დიდ ნაწილთან ადრეულ ანუ სიმსივნის უსიმპტომო სტადიაზე.

თინათინ გოცაძე