ბროკოლი მელანომის სამკურნალოდ
მელანომასთან - კანის ერთ-ერთ აგრესიულ კიბოსთან მიმართებაში აქტიურია.
ნაერთმა ტესტირება უკვე გაიარა როგორც ვირთაგვებზე, ასევე ადამიანის უჯრედებზე (პეტრის ფინჯანში). ექსპერიმენტის ავტორები მომავალში ამ ნაერთის საფუძველზე გეგმავენ პრეპარატის შექმნას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად დაამარცხებს.
ნაფტალამიდ-იზოსელენოციანატი, იგივე NISC-6 წარმოადგენს უჯრედშიდა ფერმენტ კინაზას ინჰიბიტორს. გარდა ამისა, ის აქვეითებს ადამიანის ტოპოიზომერაზას (IIa-topo IIa) აქტივობას, რომელიც მელანომის ზრდის პროვოცირებას ახდენს.
მეცნიერები ამ ნაერთის გამოცდა-შესწავლას სხვა სიმსივნეებთან მიმართებაშიც გეგმავენ.
თინათინ გოცაძე