თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი იხსნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი იხსნება

, რომელიც თირკმლის ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტებს ასაკის შეუზღუდავად მოემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ცენტრი უახლესი თაობის აპარატურით და 18 დიალიზის სავარძლით არის აღჭურვილი. მაღალკვალიფიციური მედპერსონალი საერთაშორისო ნორმების დაცვით დღის განმავლობაში თირკმლით ქრონიკული დაავადების მქონე 108 პაციენტს მოემსახურება. ცენტრში შესაძლებელია ნეფროლოგიურ დაავადებათა სრულყოფილი დიაგნოსტიკა და ნეფროლოგიური პაციენტების ამბულატორიული მომსახურება.

ახალი დიალიზის ცენტრი ქინძმარაულის ქუჩაზე, #1-ში, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალშია განთავსებული და ის დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება. ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, ლილოს, ორხევის, აფრიკის და სხვა მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.