თირკმლის დაავადებათა სტატისტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის დაავადებათა სტატისტიკა

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას: წიდების, მავნე ნივთიერებებისა და ჭარბი მარილების ფილტრაციას და ორგანიზმიდან გამოდევნას.

სწორედ ამ ფუნქციის მოშლა იწვევს, უპირველესად, ორგანიზმის მოწამვლას, ინტოქსიკაციას და თითქმის ყველა ორგანოთა სისტემის მუშაობაში სერიოზულ უარყოფით ძვრებს, რაც უყურადღებობისას არცთუ სასურველი შედეგით სრულდება.

ციფრები და ფაქტები

  • დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აღენიშნება თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებების გართულებანი შედის მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი 20 ძირითადი მიზეზის ჯგუფში;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებანი ყველაზე საშიშ დაავადებათა ხუთეულშია;
  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას ლეტალური შედეგი იზრდება ისეთი დაავადებების თანხვედრისას, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი, შიდსი;
  • მედიკამენტური მკურნალობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი დაავადების მკურნალობა, თუ ეს თირკმლის უკმარისობისას ხდება - საგრძნობლად ზრდის ორგანიზმის ინტოქსიკაციის ალბათობას, რამდენადაც ბიოლოგიური ფილტრი ამ დროს სათანადოდ არ ასრულებს ფუნქციას - ვერ წმენდს ორგანიზმს დროულად მავნე ნარჩენებისგან;
  • თირკმელების ფუნქციათა დაქვეითება 6-8-ჯერ ზრდის მიოკარდის ინფარქტისა და ინსულტების განვითარების ალბათობას;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროული აღმოჩენისას პაციენტთა 30-50%-თან შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება და გულ-სისხლძარღვთა გართულებების კუპირება;
  • მაღალი ხარისხის დიალიზისა და დროული მედიკამენტური თერაპიის დროს 25-30 წლით შესაძლებელია პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება;
  • დაავადების ადრეულ სტადიაზე ნეფროპროტექციის მეთოდების გამოყენებისას პაციენტს შესაძლოა საერთოდ არ დასჭირდეს დიალიზი ან მისი აუცილებლობა გადაიდოს რამდენიმე წლით;
  • თირკმლის გადანერგვას დიდი სამედიცინო და სოციალური უპირატესობანი გააჩნია დიალიზთან შედარებით, სამწუხაროდ, იგი ყველასთვის დასაშვები და ხელმისაწვდომი არ არის.

“ფარული მკვლელი”

თირკმლის დაავადებათა ვერაგობა იმით გამოიხატება, რომ ის შესაძლოა ფარულად მიმდინარეობდეს წლების განმავლობაში და ადამიანი ვერაფერს გრძნობდეს. მას ხშირად შემთხვევით აღმოჩენენ სხვა სისტემის კვლევისას, სწორედ ამიტომ თირკმლების ქრონიკულ პათოლოგიას, შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის მსგავსად, “ფარული მკვლელი” უწოდეს.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ნეფროლოგთან ვიზიტისას, უკვე ქრონიკული დაზიანების მოგვიანებით სტადიას აღმოაჩენს ხოლმე.

თირკმლის დაავადებათა გავრცელების სტრუქტურა

თირკმლის დაავადებებს, გავრცელების მიხედვით, ასეთი სტრუქტურა აქვს:

  • თირკმლის კენჭოვანი დაავადება;
  • პიელონეფრიტი;
  • ნეფროფტოზი;
  • ჰიდრონეფროზი;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • გლომელურონეფრიტი.

თირკმლის დაავადებების ფსიქოსომატური მიზეზები

უახლესი კვლევების თანახმად, თირკმლის დაავადებები შესაძლოა განუვითარდეთ ეჭვიან და კრიტიკის მოშიშ ადამიანებს. გვსმენია, რომ “ყველა დაავადების სათავე ნერვებია”, ირკვევა, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მკურნალებისთვის იყო ცნობილი. არც თანამედროვე მედიცინა უარყოფს, რომ სტრესები, განცდები და დაძაბულობა უშუალოდ ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გახანგრძლივებისას ქრონიკულ დაავადებებად ტრანსფორმირდება.

ფსიქოსომატური მიზეზები უპირატესად შინაგანი ორგანოების მუშაობაზე აისახება, ყველაზე მეტად კი თირკმელებსა და ღვიძლზე, ეს ის ორგანოებია, რომლებიც ყველაზე ადვილად და ხშირად ზიანდება გარეგანი ფაქტორებით, მათ შორის - ნეგატიური აზრებითა და ფობიებით.

თირკმლის დაავადებათა პროვოცირება შესაძლებელია უკავშირდებოდეს ცხოვრებისეულ ძირეულ ცვლილებებსაც, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სამსახურის შეცვლას და სხვა.

8 მარტი - თირკმლის საერთაშორისო დღეა!

მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება თირკმლის საერთაშორისო დღე, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ემთხვევა! ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, რადგან ირიბად მიგვანიშნებს იმ დიდ როლსა და ფუნქციებზე, რომელთაც ადამიანის ცხოვრებაში ქალები და ორგანიზმში კი - სამყაროს უდიდესი ფილტრი - ლობიოს მარცვლის მსგავსი წყვილი თირკმელი ასრულებს.