თირკმელები და შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმელები და შაქრიანი დიაბეტი

მეორე ტიპი დიაბეტის მქონე პაციენტთა 5 %-ს თირკმელების სხვადასხვა ხარისხით გამოხატული დაზიანება აღენიშნება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემის აქტუალობას.

შაქრიანი დიაბეტით დაზიანებული თირკმელები გადაუდებელ მკურნალობას ითხოვს, რამდენადაც, პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა სერიოზულად დამძიმდეს.

როგორ აზიანებს დიაბეტი თირკმელებს?

დაზიანების პირველი ნიშნებია უშუალოდ თირკმელების კედლების გამკვრივება და შეჭმუხვნა. თირკმლის გორგლები, რომელთაც სითხის გაფილტვრა ევალება, კედლების ცვლილების გამო ზომით მცირდებიან, კარგავენ მკვებავ კაპილარებს, რაც, საბოლოოდ, იწვევს იმას, რომ მათ ორგანიზმის თხევადი ნაწილის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდა აღარ შეუძლიათ.

დიაბეტური დაზიანება დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან ორგანიზმში სითხის გაწმენდას სხვა კვანძებიც ახორციელებენ, მაგრამ როდესაც პირველი სიმპტომები იჩენს თავს, ორგანო უკვე სერიოზულადაა დაზიანებული. სწორედ ამიტომ ურჩევენ სპეციალისტები შაქრიანი დიაბეტის მქონეთ გეგმურად, პერიოდულად იტარონ თირკმლის გამოკვლევები.

თირკმლის დაზიანების მიზეზები

მთავარი მიზეზი, რის გამოც თირკმლის მუშაობა ირღვევა, სისხლში შაქრის მომატებული დონეა, თუმცა დიაბეტისას თირკმლის დაზიანების გამომწვევი სხვა ფაქტორებიც არსებობს:

  • ფასთფუდის ხშირი გამოყენება;
  • მემკვიდრეობითობა;
  • არტერიული ჰიპერტენზია.

დაზიანების სახესხვაობანი

დიაბეტი იწვევს თირკმლის დაზიანების რამდენიმე სახესხვაობას:

  • ანგიოპათიას, დიაბეტურ ნეფროპათიას და საშარდე გზების ქრონიკულ ინფექციებს.
  • ანგიოპათიისას თირკმელი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, ჟანგბადოვანი შიმშილი კი იწვევს ორგანოს იშემიას, მოგვიანებით ამის ფონზე თავს იჩენს არტერიული ჰიპერტენზია.
  • სისხლძარღვების დაზიანების გამო ორგანო ვეღარ ასრულებს ფილტრის ფუნქციას, ის კარგავს გაფილტვრის უნარს და ვითარდება დიაბეტური ნეფროპათია. ყოველივეს დიაგნოსტირება შესაძლებელია თვალის ფსკერის დათვალიერებით.
  • თირკმლის მიერ გამოყოფილ ურინში შაქრის დონის მკვეთრი მატება იწვევს პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფ და აქტიურ განვითარებას, რაც საბოლოოდ საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების მიზეზი ხდება.

დიაბეტური ნეფროპათიის ნიშნები

თირკმელების დიაბეტური დაზიანება ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა:

  • არტერიული წნევის მატება;
  • შეშუპება (დღისით - ქვედა კიდურები, ღამით - სახე და ხელები);
  • შარდის მოწითალო ფერი;
  • ხშირი შარდვა და ქავილი;
  • წელის ტკივილი;
  • კანის ქავილი, გამონაყარის გარეშე.

დიაბეტისას სისხლი შარდში თირკმელების ქრონიკულ დაზიანებას მიუთითებს.

თირკმელების დაზიანების პირველივე ნიშნების აღმოჩენისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სპეციალისტს, რომ მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების დროული ლიკვიდირება მოხდეს. დიაბეტისას თირკმლის ცვლილებანი იწვევს მრავლობით გართულებას, ამასთან, პათოლოგია სწრაფად პროგრესირებს და შედეგად ვღებულობთ:

  • რეტინოპათიას - თვალის ფსკერის სისხლძარღვთა დაზიანება-დეფორმაციას;
  • ნეიროპათიას - ნერვული სისტემის მოშლილობებს;
  • თირკმლისმიერ უკმარისობას.

გარდა ამისა, ადამიანს უკვე მუდმივად აწუხებს ტკივილი წელის არეში, სხეულის მომატებული ტემპერატურა, ქავილი, უჩივის ზოგად სისუსტეს.

თავდაცვის საშუალებანი

  • უპირველესი ღონისძიება სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლია;
  • ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე არტერიული წნევის ცვლილებას;
  • სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებისას გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ინსულინი;
  • უკუაგდეთ ჰიპოდინამია და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ;
  • ყურადღებას საჭიროებს კვება და სისხლში მავნე ქოლეტერინის დონის გაკონტროლება;
  • რაციონში უნდა შედიოდეს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები;
  • ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას ძალიან უწყობს ხელს მარტივი ფიზიკური დატვირთვები - სუფთა ჰაერზე სიარული, სირბილი, ველოტრენაჟორი.

პროფილაქტიკური ღონისძიებები არა მხოლოდ თირკმელების, მთელი ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დამაზიანებელი ფაქტორებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ეს კი ჯანმრთელობის საიმედო გარანტია.