ჩემი ცხოვრება ნარკოტიკმა ტკივილით აავსო - ნინი ქარსელაძე ნარკომანიის პრობლემაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩემი ცხოვრება ნარკოტიკმა ტკივილით აავსო - ნინი ქარსელაძე ნარკომანიის პრობლემაზე

„ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია, ვაი ამ სიცოცხლეს. სხვათა შორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახიშვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა?! უმრავლესობა ჩემთვის ავადსასხსენებელმა ნარკოტიკმა შეიწირა. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს...შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან რაში აქვთ თავი გაყოფილი...დროა მორჩეს იმ ხალხის "გაპიარება" ტელევიზიებით, რომელიც ცოტა "გასული", კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს. რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ...

P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც... და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს...“, - წერს ნინი ქარსელაძე.