რატომ არის სახიფათო პასიური მწეველობა
არამწეველებში მწეველებისთვის მახასიათებელი დაავადებების განვითარებას იწვევს.
მოკიდებული სიგარეტიდან გარდა ძირითადი კვამლისა, რომელსაც მწეველი ჩაისუნთქავს, ვრცელდება დამატებითი კვამლი, რომელიც ირგვლივ მყოფებზე მოქმედებს.
ერთი საათის განმავლობაში აქტიური მწეველის გვერდით შენობაში მყოფი პასიური მწეველი იმ რაოდენობით ჩაისუნთქავს თამბაქოს კვამლის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს, რასაც ნახევარი ღერი სიგარეტის აქტიურად მოწევისას ჩაისუნთქავდა.
თამბაქოს კვამლი უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. შედეგები გაცილებით მძიმეა, თუ ოჯახში 2 ან მეტი მწეველია. ასეთ ოჯახში წლამდე ასაკის პატარებში ხშირია ბრონქიტები, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ასევე არამწეველი მშობლების შვილებთან შედარებით მათ უფრო ადვილად უვითარდებათ მწვავე რესპირატორული დაავადებები.
ლალი ჩხიკვაძე