რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება

განცხადებას აქვეყნებენ - მარიხუანას მოხმარება უარყოფითად აისახება მოძრაობით ფუნქციებზე, მუშა მეხსიერებასა და გადაწყვეტილებათა მიღების უნარზე. კანაფის ზემოქმედებით ქვეითდება მეხსიერების ფუნქცია, აზროვნებითი აქტივობა. მისი ხანგრძლივად მოხმარება არღვევს ტვინის ფუნქციობას, ზრდის ქცევითი დამოკიდებულების რისკს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას, ასევე სიმსივნის ზოგიერთი სახეობის აღმოცენებასაც განაპირობებს.

კიდევ უფრო საშიშია მარიხუანასთან თამბაქოს შერევა, რასაც ბევრ ქვეყანაში მიმართავენ. ეს მიდგომა განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში (გამოკითხულ რესპონდენტთა 91 %), სტატისტიკით მეორე ადგილზეა ავსტრალია (51 %), შემდგომ ახალი ზელანდია (21%). კანადაში გამოკითხულთა მხოლოდ 16 % ურევს მარიხუანასა და თამბაქოს, აშშ-ში - 4 %, მექსიკასა და ბრაზილიაში კი დაახლოებით -7 %.

შერევას მომხმარებლები, ჩვეულებრივ, მიმართავენ ფულის ეკონომიის მიზნით და ასევე იმის გამო, რომ თამბაქო აძლიერებს მარიხუანას ეფექტს. გაითვალისწინეთ, დასახელებული ნარევი კიდევ უფრო აჩქარებს მიჩვევას და რაც მთავარია, ზრდის მავნე ეფექტებისა და საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს - აცხადებენ სპეციალისტები.

თინათინ გოცაძე